|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები საქართველოში

უნივერსიტეტში სტუდენტთა ჩაბარების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება, 2022 წლის მონაცემებით, 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა და გახდა სტუდენტი, რაც რეგისტრირებული აბიტურიენტების 77%-ს შეადგენს.  შესაბამისად, ფაკულტეტებისა და პროგრამების სია, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი ხდება, მუდმივად განახლებადია.

 

2022 წლის მონაცემებით ყველზე მოთხოვნადი ფაკულტეტებია: 

  • სამართალი - სამართლის პროგრამა;
  • ეკონომიკა და ბიზნესი - ბიზნესის ადმინისტრირება;
  • სოციალური მეცნიერებები - ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები.
  • მედიცინა - დიპლომირებული მედიკოსი. 

 

სამართლის ფაკულტეტი

 

სამართლის ფაკულტეტი აბიტურიენტებში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სარგებლობს. პროფესია არის მუდმივად მოთხოვნადი და საჭირო. 

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი სწავლების სამივე საფეხურზე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში წამყვან პოზიციას იკავებს. 

სამართლის ფაკულტეტის მთავარი მისია არის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური, პროფესიული ეთიკის მქონე იურისტების მომზადება. 

სამართლის ფაკულტეტი გამოირჩევა უნიკალური სასწავლო კურსებით  (სოციალური მედიის სამართალი, ბლოკჩეინის სამართალი, დანაშაული და მედია), პრაქტიკოსი ლექტორებით, გაცვლითი პროგრამებით. 

აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი თანამშრომლობს სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებებთან, სადაც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება და შემდგომში დასაქმდნენ კიდეც. 

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროგრამები  აგებულია ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამების მოდელებზე, შესაბამისად, სტუდენტები სწავლობენ უახლესი მეთოდებით, სადაც თეორიული ცოდნის განუყოფელი ნაწილი ხდება პრაქტიკაც. 

 ბიზნესის ადმინისტრირება ერთ-ერთი მოთხოვნადი პროგრამაა საბაუნიში, არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი სტუდენტებისთვისაც, რადგან ფაკულტეტის ბაზაზე არის ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამაც. 

 აღსაღნიშნავია, რომ საბაუნი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთადერთი უნიევრსიტეტია, რომელიც Czestochowa University of Technology -სთან თანამშრომლობით ერთობლივ, ორმაგ დიპლომს გასცემს

სოციალური მეცნიერებები

სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მაღალკვალიფიციური ლექტორებისგან,  რომლებიც სწავლების თანამედროვე მეთოდებს იყენებენ. 

ფაკულტეტის ოთხივე პროგრამაზე ემოქმედებს გაცვლითი პროგრამები.

ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებული აქტუალობით სარგებლობს საბაუნის ფსიქოლოგიისა და 

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამები. 

 

მედიცინა

მედიცინის ფაკულტეტი, რომლის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზანია  საზოგადოების კეთილდღეობის ზრდა, როგორც ქართულ, ისე უცხოურ საგანმანათლებლო სივრცეში მუდამ  განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. 

 

რატომ საბაუნი?

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი ახალგაზრდა უნივერსიტეტია, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მოწინავე პოზიციას იკავებს. 

უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა საერთაშორისო ურთიერთობები, გაცვლითი პროგრამები, რომლის მეშვეობითაც ყოველ 30-ე სტუდენტს აქვს შესაძლებლობა იმოგზაუროს,  ისწავლოს და დასაქმდეს  საზღვარგარეთ. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამებით, ზამთრისა და საზაფხულო სკოლებით. 

 

უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედებს პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო კურსები. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კი დასაქმების ხელშეწყობაა, როგორც ქართულ ასევე უცხოურ ბაზარზე. 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა