|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ლომინაძე: ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა ,,ქართული ოცნების" გუნდის უმთავრესი მიზანია

,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატთან ერთად გრიშაშვილისა და რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

განახლებული ინფრასტრუქტურა, ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები იყო მოსახლეობასთან განხილვის ძირითადი თემა. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ადგილობრივებმა მაჟორიტარობის კანდიდატს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს. ,,რუსთაველის გამზირის და გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა, ტრადიციულად, დიალოგის ფორმატში წარიმართა. წინასაარჩევნო კამპანია უფრო და უფრო აქტიური ხდება და მეც ვცდილობ, ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე მივიდე, მოვუსმინო თანაქალაქელებს, ჩემი მოსაზრებები გავაცნო სხვადასხვა საკითხზე და ერთად დავსახოთ სამოქმედო გეგმები. ქუთაისის ცენტრალური გამზირის სრული რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო. რუსთაველის ქუჩაზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ორი სკვერი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გრიშაშვილის ქუჩასაც, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა და აქ საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი ხანია არ ჩატარებულა. 924 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, გრიშაშვილის ქუჩა ლამაზი და გადასაადგილებლად კომფორტული ქუჩაა, როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის. მოსახლეობასთან შეხვედრებზე ბევრ ყოფით საკითხზეც ვსაუბრობთ. რაც უფრო ბევრს აკეთებს ხელისუფლება, ისინი კიდევ უფრო მეტს მოითხოვენ და მათ ამის უფლება აქვთ. ადამიანებისთვის ღირსეულად ცხოვრების პირობების შექმნა ჩვენი გუნდის უმთავრესი მიზანია და ამას, ერთიანი ძალისხმევით, აუცილებლად მივაღწევთ,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა