ზესტაფონში პირველი ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე უკვე მივიდნენ
ზესტაფონის №51 საოლქო კომისიაში არსებული საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. პირველი ამომრჩევლებიც უბნებზე უკვე მივიდნენ.
ადგილობრივები დღეს მერს ირჩევენ. ზესტაფონის 54 უბანზე არჩევანი 54 943-მა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს.
ზესტაფონში მერობის 16 კანდიდატია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კახაბერ მახათაძემ მიმდინარე წელს თანამდებობა დატოვა.
დღეს მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



14:08
12:18
11:34
19:09
















