ზესტაფონში სპორტსკოლის ბუღალტერმა 87 000 ლარი საკუთარ ანგარიშზე ჩაირიცხა
ზესტაფონში სპორტსკოლის ბუღალტერს დიდი რაოდენობით თანხის მითვისებას ედავებიან. სიმონ საყვარელოძის სახელობის სპორტული სკოლის ბუღალტერმა, სამი წლის განმავლობაში, 87 000 ლარი საკუთარ ანგარიშზე ჩაირიცხა.
პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბუღალტერს ბრალი წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით, გამოძიება სასამართლოს მიმართავს.
ფაქტის შესახებ ინფორმაციას ფლობენ სკოლაში. მათი განცხადებით, დეტალები არ იციან, ბუღალტერი სკოლიდან გათავისუფლებულია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა