ჟურნალისტ გიორგი გირკელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ჟურნალისტ გიორგი გირკელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. სოციალოურ ქსელში პოსტს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, ლაშა ზარგინავა აქვეყნებს.
"ამ სივრცეში, ხშირად მესმის და ვკითხულობ, რომ ყველაზე მეტად რაც გვაკლია, მადლიერება და სოლიდარობაა... არადა, ერთიც შეგვიძლია, მეორეც და მერე როგორ!
მე, მადლობით დავიწყებ ამ წერილს....
მადლობა, იმისთვის, რომ ჩემი და ყველას მეგობარი გიორგი, დღეს ბევრად უკეთაა, ვიდრე წინა 7 წელი იყო!
არ დავიღლები მადლობის თქმით, როგორც თქვენ არ დაიღალეთ გიოსადმი სოლიდარობით და მეორე სიცოცხლის შანსი მიეცით.
დიახ, თქვენი და მხოლოდ თქვენი სოლიდარობის დამსახურებაა ის, რომ გიო, 7 წლის შემდეგ დამოუკიდებლად ახერხებს ქალაქიდან ქალაქში წასვლას, გახდა უფრო აქტიური, დაუბრუნდა 7 წლის წინანდელი ხალისი, მეტყველება, მიმიკები, სახის ნაკვთები და რაც მთავარია, დაძლია პანიკური შიში იმისა, რომ ვერასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც წლების წინ იყო.
კი ბატონო, ეს თქვენ "ჩაიდინეთ", ყველამ, ვინც გიოსთვის, თუნდაც 1 ლარი გაიღო.
თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში ორი გრძელვადიანი და ერთი მოკლევადიანი სამკურნალო კურსის შემდეგ, გიორგიმ ის შეძლო, საუკეთესო ექიმების დახმარებით, რაც საქართველოში 7 წელი შეუძლებელი გახდა....
თუმცა.... არსებობს ერთი თუმცა.... თუ გიორგი მკურნალობის კურსს არ გააგრძელებს, ყველა შედეგი წყალში ჩაიყრება...
გიორგის კიდევ უწევს თურქეთში აჯიბადემის კლინიკაში ვიზიტები, ერთ-ერთი კი, ახლო მომავალში უკვე ჩაუნიშნეს, თუმცა ამას ვერ მოახერხებს, თუ ჩემი და ყველას მეგობარ ბიჭს, ისევ არ დავუდგებით გვერდში.
მოდი, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ ის, რასაც ასე ხშირად ვაკეთებთ-დავეხმაროთ იმ ადამიანს, ვისთვისაც, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
არავითარი სხვა გზა, ამ შემთხვევაში, უბრალოდ, არ გაგვაჩნია. გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ!
დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტების შემდეგ, გიოს უკვე, მუშაობაც შეეძლება და ჩვენთან ერთად სხვა აქტივობებში ჩართვაც. დარწმუნებული ვარ, ყოველი თეთრი, რომელსაც ასეთ მადლიან საქმეზე ვხარჯავთ, ათმაგი პოზიტივით დაგვიბრუნდება უკან", - წერს ლაშა ზარგინავა.
სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
TBC
#GE54TB7700545064300030 - მიმღები:გიორგი გირკელიძე
საქართველოს ბანკი
#GE42BG0000000173971300 - ფორმალური მიმღები: ლაშა ზარგინავა
ავტორი: ნიუპრესი