ძლიერი წვიმა და თოვლი - მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში
26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რეგიონებში კი მოთოვს.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.66%
გაუარესდა - 52.71%
არ შეცვლილა - 11.63%
სულ - 129 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















