|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზურგის ტკივილის მკურნალობა სარეაბილიტაციო ცენტრში

 ზურგის ტკივილი  მრავალი ადამიანის პრობლემაა. ტკივილის ინტენსივობა შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან მწვავე ტკივილამდე,  რაც მნიშვენლოვნად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. მიუხედავად იმისა, რომ ზურგის ტკივილი გარკვეულ შემთხვევაში მარტივად ექვემდებარება მკურნალობის პროცესს, არსებობს  ისეთი რთული შემთხვევები, რომელთა მკურნალობა ხანგრძლივ  და მულტიდისციპლინურ მიდგომას საჭიროებს. სარეაბილიტაციო ცენტრი არის ადგილი, სადაც მულტიდისციპლინური გუნდი ეხმარება პაციენტს ტკივილის და დისკომფორტის შემცირებაში, ცხოვრების წესის მოდიფიკაციაში და შემდგომი გართულებების თავიდან არიდებაში.  

 

ზურგის ტკივილის გავრცელება - ტიპები და მიზეზები

  კვლევები აჩვენებს, რომ ზრდასრული ადამიანების  70-80 % ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე  ერთხელ მაინც აღნიშნავს ზურგის ტკივილს. 

   ზურგის ტკივილი შეიძლება დაიყოს მისი ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზის მიხედვით:

  • ზურგის მწვავე ტკივილი: ამ დროს ტკივილი უეცრად იწყება და ჩვეულებრივ გრძელდება რამდენიმე დღიდან - რამდენიმე კვირამდე. ის ხშირად რაიმე დაზიანების ან ტრავმის შედეგია. (მაგალითად : კუნთოვანი დაზიანება, უეცარი მკვეთრი მოძრაობა,  სიმძიმის აწევა და ა.შ)
  • ზურგის ქვემწვავე ტკივილი: ეს ტკივილი გრძელდება 4 კვირაზე მეტ, მაგრამ 12 კვირაზე ნაკლები პერიოდით. ის შეიძლება იყოს გარდამავალი ფაზა მწვავე და ქრონიკულ ტკივილს შორის.
  • ზურგის ქრონიკული ტკივილი: განისაზღვრება როგორც ტკივილი, რომელიც გრძელდება 12 კვირა ან მეტი ხნის განმავლობაში.

ზურგის ტკივილი შეიძლება განსხვავდებოდეს მისი ლოკალიზაციის მიხედვით:

  • წელის ტკივილი (ლუმბაგო): ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელის დროსაც ზიანდება  ხერხემლის წელის ნაწილი.
  • ზურგის შუა ნაწილის ტკივილი (გულმკერდის ტკივილი): წელის ტკივილზე ნაკლებად გავრცელებულია, ამ დროს დაზიანებულია ხერხემლის გულმკერდის ნაწილი (ზურგის ზედა და შუა ნაწილი).
  • კისრის ტკივილი (ცერვიკალგია): მიუხედავად იმისა, რომ ფართო გაგებით არ მიეკუთვნება "ზურგის ტკივილის" კატეგორიას, კისრის ტკივილისას დაზიანებულია ხერხემლის კისრის სეგმენტი, რაც პაციენტების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად ცვლის.

ზურგის ტკივილის მიზეზები

ზურგის ტკივილის მიზეზები მრავალფეროვანია და შეიძლება იყოს:

  • კუნთოვანი სისტემის პრობლემები: კუნთების დაჭიმვა, კუნთების დისბალანსი, სხეულის ხანგრძლივი არასწორი პოზიცია და ა.შ
  • სტრუქტურული პრობლემები: თიაქარი, სტენოზი , მალთაშუა დისკის ანატომიის ქრონიკული დეგენერაციული ცვლილება,  სპონდილოლისთეზი სქოლიოზი და სხვა.
  • ანთებითი მდგომარეობები: ართრიტი (მაგ., ოსტეოართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი და .ა.შ).
  • ნერვის კომპრესია
  • სხვა ფაქტორები: ჭარბი წონა, არასწორი და არადოზირებული ფიზიკური დატვირთვა და სხვა.

ზურგის ტკივილის მკურნალობა სარეაბილიტაციო ცენტრში

,,ახალი ხედვის“ სარეაბილიტაციო ცენტრი ზურგის ტკივილის სამკურნალოდ გთავაზობთ ყოვლისმომცველ და ინდივიდუალურ მიდგომას, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ სიმპტომების მართვას და მიზნად ისახავს გამომწვევი  მიზეზების მართვას და  ტკივილის გრძელვადიან რემისიას. მკურნალობის დროს მსუბუქდება  ტკივილი, უმჯობესდება მოძრაობის ამპლიტუდა, მოქნილობა და  იზრდება ცხოვრების ხარისხი.

ზურგის ტკივილის რეაბილიტაციის პროგრამა მოიცავს:

  1. ტკივილის მართვის მეთოდება - ელექტროთერაპია, ულტრაფონოფორეზი, მედიკამენტოზური თერაპია და ა.შ
  2. სამკურნალო  ვარჯიში, ცრაც მოიცავს ზურგის და ხერხემლის ვარჯიშებს
  3. პაციენტის განათლებას და სხვა

 

ავტორი: