|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზვიად შალამბერიძე: ჩვენ ვართ ერთნი და ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად დავიბრუნებთ

 სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი გავიდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. სასულიერო პირებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
 
,,მე დავიბადე და გავიზარდე ქალაქ სოხუმში და ჩემთვის დღევანდელი დღე ორმაგად მტკივნეულია. თუმცა ჩვენი ევროპული მომავალი წარმოუდგენელია აფხაზეთის და აფხაზების გარეშე. ჩვენ ვართ ერთნი და ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად დავიბრუნებთ. დღევანდელი დღე უნდა იქცეს შერიგების დღედ და თითოეულმა ჩვენგანმა ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“ - განაცხადა  ზვიად შალამბერიძემ.
 
 
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა