|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

9 აპრილის მემორიალის რესტავრაციისთვის 5 000 ლარამდე დაიხარჯება

ქალაქ ქუთაისის მერია 4 906 ლარიან  ტენდერს 9 აპრილის მემორიალის რესტავრაციისთვის აცხადებს.  

ტენდერში გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია ქალაქ ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში განთავსებული 9 აპრილის მემორიალის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები 30 დღეში განახორციელოს. 

მემორიალი წლების განმავლობაშიმონ პლეზირის თაღთან მდებარეობდა, თუმცა მიმდინარე წელს მისი ცენტრალურ ბულვარში გადატანა მოხდა. როგორც მერიაში განაცხადეს, მემორიალის გადატანის მოთხოვნით ეროვნული მოძრაობის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა  მიმართეს.  როგორც მაშინ ცნობილი გახდა, მემორიალთან საინფორმაციო დაფა განთავსდება, ასევე მოხდება ძეგლზე დატანილი წარწერების აღდგენა.

9 აპრილის მემორიალის რესტავრაცია 2017 წლის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსდება.

წინადადების მიღებას მერია 9 ნოემბერს დაიწყებს და 14-ში  დაასრულებს.

  

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა