საპატრიარქოს ქუთაისის ცენტრში 740 კვ. მ მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადაეცა
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს საპატრიარქოს ქუთაისში 740 კმ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა გადასცა. საპატრიარქომ მიწის ნაკვეთი ქუთაის-გაენათის ეპარქიას ეკლესიის ასაშენებლად მისცა. ადგილზე სამუშაოები მალე დაიწყება.
„ნიუპრესი“ დაინტერესდა, რა თანხის სანაცვლოდ მოხდა ტერიტორიის გადაცემა და მოხდა თუ არა პირობების დაწესება ეკლესიისთვის. აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით. სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს საპატრიარქოს თებერვალში განცხადებით მიმართა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ, რადგან ეშუამდგომლა სახელმწიფოსთან თბილისის ქუჩის პირველ ნომერში არსებული მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის გადაცემის შესახბ, შემდგომში ტაძრის მშენებლობის მიზნით. საპატრიარქო ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემას ითხოვდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურს ადგილის გადმოცემის შესახებ წერილობით მიმართა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, რომელიც სააგენტოს აცნობდა, რომ ქონების მიცემის საკითხი განიხილა ქუთაისის მერიამ და რომ საკითხთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არ არსებობდა არც მერიასა და არც გუბერნატორთან. აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმებოდა მერიაც. შემდგომ მხარეების შეთანხმება ფართის გადაცემის შესახებ შედგა და ნებართვას ხელს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს. 25 მაისის განკარგულებით, ქუთაის-გაენათის ეპარქიას ტერიტორია მიეცა უსასყიდლოდ. აღსანიშნავია, რომ გვერდით 1400 კმ. მეტრი ტერიტორია 800 000 ლარად გაიყიდა. სამინისტრომ ტერიტორია ყოველგვარი პირობების გარეშე გადასცა ეპარქიას. ხელშეკრულებაში მხოლოდ იმას ვკითხულობთ, რომ შემძენი ვალდებულია ტერიტორიაზე ეკლესიის მშენებლობა მოახდინოს და ცვლილების შესახებ აცნობს მეორე მხარეს.
ცენტრალურ მოედანზე ეკლესიის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის თებერვალში გავრცელდა. „მაკდონალდსის“ მშენებლობის გამო ეპარქიამ ტერიტორიის გადაცემა მოითხოვა. ამბობდნენ, რომ ადგილზე დავით აღმაშენებლის ეკლესია არსებობდა, ამიტომ მიაჩნდათ, ადგილზე აუცილებლად ეკლესიის შენება. რესტორნის და ეკლესიის ერთ სივრცეში მშენებლობის გამო საზოგადოების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა, ნაწილი ეკლესიის, ნაწილი „მაკდონალდსის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. „მაკდონალდსი“ დაჩქარებული ტემპით ხუთ თვეში აშენდა, ეკლესიის მშენებლობა კი მიმდინარე თვეში იწყება. რის შემდეგაც ქუთაისის ცენტრში, ეკლესია და „მაკდონალდსი“ ერთ სივრცეში იარსებებს. როგორც ქუთაისში ხუმრობენ, „მაკდონალდსის“ სტუმრებს ნაკურთხი პროდუქციის მირთმევა შეეძლებათ.
ამ თემაზე:
ქუთაისში "მაკდონალდსის" ახალი რესტორანი გაიხსნა [VIDEO]
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდსის“ მშენებლობა დაიწყო
როგორ აფასებენ ქუთაისში „მაკდონალდსის“ მშენებლობას? [VIDEO]
ქუთაისის ცენტრში „მაკდონალდსის“ მშენებლობა გააპროტესტეს
ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობა ხუთ თვეში დასრულდება
ქუთაისში „მაკდონალდსის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა [photo]
""მაკდონალდსი" საათს არ ჩამოეფარება"- შოთა მურღულია
„როგორ აპირებთ ერთ სივრცეში „მაკდონალდსის“, სასტუმროსა და ეკლესიის აშენებას“?
რას პასუხობენ ქუთაისელებს "მაკდონალდსის" წარმომადგენლობაში?
"მაკდონალდსის" მშენებლობის გამო ხეების გადარგვა მოხდა [PHOTO]
რატომ დატოვა ქუთაისის მერმა "მაკდონალდსის" პროექტის განხილვა?[VIDEO]
გოგი წულაიამ "მაკდონალდსის" წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში შეიტანა [VIDEO]
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი