|
  • EUR 1 = GEL 3.4817
  • USD 1 = GEL 3.0633
|

ელექტრომობილების საწარმოს ნაცვლად ცარიელი მინდორი - გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას სიცრუეში ამხელს

პილოტიკური პარტიის "ახალი საქართველო" ლიდერი გიორგი ვაშაძე ქუთაისში დღეს იმ ტერიტიასთან  მივიდა,  სადაც ელექტრომობილების საწარმო უნდა აშენებულიყო.

ტერიტორია, რომელიც ელექტრომობილების ქარხნის ასაშენებლად მთავრობამ კომპანიას "აი გრუპი" ერთ ლარად გადასცა, შემოღობილია, თუმცა ადგილზე მშენებლობის დაწყების სამზადისიც კი არ შეიმჩნევა.  დაპირების თანახმად კი, უკვე ქართული წარმოების ელექტრომობილები გამოსულიც უნდა იყოს. ვაშაძის თქმით, ეს ფაქტი "ქართული ოცნების" ტყუილების კიდევ ერთი დასტურია. 

"დაახლოებით ერთი წლის წინ უზარმაზარი კონცერტი გამართა "ქართულმა ოცნებამ", გულწრფელად გითხრათ,  მეგონა, რომ ელექტრომობილების საწარმო უკვე გახსნეს. მოვედით აქ,  სადაც საწარმო უკვე უნდა გუგუნებდეს, თუმცა ცარიელი მინდორი დაგვხვდა. ასეთი ფარსი და უშინაარსოა "ქართული ოცნება", ეს უკვე პიარიც არ არის, ჩვეულებრივი ტყუილების კორიანტელია. ასე ქვეყანას ვერ ავაშენებთ... აქ ქარხანაც აშენდება,  საპარლამენტო დედაქალაქის ფუნქციასაც დაიბრუნებს და ქუთაისი იქნება დასავლეთ საქართველოს განვითარების ცენტრი, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება, როდესაც ქოცხროვას მოვაშორებთ ხელისუფლებას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  

კომპანიაში  „აი გრუპი“ განმარტავენ,  რომ სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის გამო შეფერხდა.  აღნიშნავენ, საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

 

 

ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება

ავტორი: ირინა მაკარიძე

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 54.35%
უარყოფითად - 41.3%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.35%
სულ - 46 ხმა