|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“ეს არის მკვლელი გზა!” – რატომ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები ქუთაისის ავტობანზე

სახიფათო შავი წერტილი ავტობანზე – ქუთაისი -სამტრედიის შემოვლით გზას, მოკლე პერიოდში, რამდენიმე ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა უკავშირდება.

დაუსრულებელი ავტობანი, არასრული ნახაზები, გამყოფი ჯებირების არარსებობა და ავტობანი, სადაც შინაური ცხოველებიც გადაადგილდებიან – ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომელსაც საგზაო უსაფრთხოების საკითხეზე მომუშავე ექპერტები გახშირებული ავტოავარიების მიზეზებად ასახელებენ.

”ავტობანი გახსნილია ნაადრევად,  მოუწესრიგებელია განათება, ავტობანი, სადაც შინაური ცხოველები მოძრაობენ, ავტობანად არ შეიძლება ჩაითვალოს. განსაკუთრებით სახიფათოა გზის  მონაკვეთი, სადაც ავტობანი ძალიან ვიწროვდება, არსებობს შესაბამისი საგზაო ნიშნები, მაგრამ  ინფრასტრუქტურამ  უნდა აიძულოს მძღოლი შეანელოს სიჩქარე, უნდა მოეწყოს სიჩქარის შემანელებლები, დამონტაჟდეს რადარები და მხოლოდ მძღოლის კულტურაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული საგზაო უსაფრთხოება,”– ამბობს „ფორტუნასთან“ საუბარში ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

ავტობანის სახიფათო  მონაკვეთის პრობლემებზე მძღოლები სოციალურ ქსელშიც ხშირად საუბრობენ.

 ”მოულოდნელად აღმოვჩნდი საპირისპირო მოძრაობის ზოლზე და უკუსვლით, ავარიული ციმციმებით დავბრუნდი ჩემს ზოლში”,  ” დახაზულია მაგრამ არსად განათება არაა, ”-  ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

“ეს გზა არის მკვლელი გზა! არ შეიძლება ავტობანი იყოს ორზოლიანი. ის ოთხზოლიანი უნდა იყოს! ამას რომ ვეუბნები ხელისუფლების წარმოამდგენლებს, ჯერ სხვა გზები გვაქვს გასაკეთებელიო. ჰოდა, ვუყუროთ მაშინ როგორ იხოცება ხალხი!”- წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.

 

იხ სრულად: fortuna.ge

მსგავსი: ქუთაისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის ავტობანზე 4 ადამიანი დაიღუპა

ქუთაისთან მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ცოლ–ქმარი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა

"როგორ შეიძლება ავტობანის ნაწილ–ნაწილ გახსნა, გზის ამდენჯერ გადაბმა–გადმობმა?!"

 პრემიერ-მინისტრმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა