|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფაკულტეტები, რომლებიც ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში პირველ ეტაპზე გაიხსნება [VIDEO]

"უკვე განსაზღვრულია ფაკულტეტები, რომლებზეც 2019 წელს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მიღებას გამოაცხადებს.  ეს არის მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტი, იქნება "განათლების სკოლა" - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ ტვ "რიონთან" საუბარში განაცხადა.

მურღულია, რომელიც  ამავე დროს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელიცაა, აცხადებს, რომ უნივერსიტეტის დისკრედიტაციას  კონკრეტული პოლიტიკური მიმართულების ადამიანები ცდილობენ. ხოლო მათ,  ვინც ამ ისტერიას არაა აყოლილი, კარგად იციან, რომ გერმანელ პარტნიორებთან ერთად მთელი რიგი სამუშაოები მიმდინარეობს.  

"2019 წელს ჩვენ უნდა მივიღოთ პირველი სტუდენტები, ეს არ ნიშნავს, რომ ამ მომენტისათვის ყველა კორპუსი იქნება მზად, მაგრამ საზოგადოება კარგად დაინახავს, რამდენად მასშტაბურია უნივერსიტეტის პროექტი და რამდენად რეალურია ის. მე ვიცი, რომ კონკრეტული პოლიტიკური მიმართულების ადამიანები ცდილობენ დისკრედიტაცია გაუკეთონ უნივერსიტეტს, გააშარჟონ"- განაცხადა მურღულიამ. 

მისი თქმით, მიმდინარეობს პროექტის ფინალური დამუშავება. "გვყავს გერმანელი პარტნიორები, ეს არის მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ინტენსიურად არის ჩართული, მათ შორის იმის შეფასებაში, თუ ამ უნივერსიტეტისათვის რამდენად რელევანტურია ესა თუ ის მიდგომები... ინფორმაციული ტექნოლოგიებისათვის ინფრასტრუქტურა ძალიან სპეციფიურია და ამას დამატებითი დამუშავება დასჭირდა", -განაცხადა მურღულიამ. 

 

 შეგახსენებთ, ქუთაისთან საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა ის ფუნდამენტის  სამუშაოებს არ გასცდენია. მშენებლობის გაგრძელების თარიღი რამდენჯერმე დასახელდა, თუმცა არ გამართლდა.  ამის ფონზე 2019 წელს დაანონსებული სწავლის დაწყება და არარსებული უნივერსიტეტისათვის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა, ასევე ბიუჯეტის გამოყოფა ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლების განუწყვეტელი კრიტიკისა და ქილიკის მიზეზი ხდება.

 

 

 

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია 1 მილიონ 118 ათასი ლარით ფინანსდება

"განათლების სამინისტრომ ბაყაყებს დაუნიშნა რექტორი"
 
"ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო"
 
"სექტემბერში დაიწყება უნივერსიტეტის მშენებლობა, რომლის დანახვაც ყველას შეეძლება"- ვახტანგ ცაგარელი
 
"ინტენსიური სამუშაოები მაისში დაიწყება" - "ნაციონალურ მოძრაობას" მერიაში პასუხობენ
 
"განათლების სამინისტრომ ბაყაყებს დაუნიშნა რექტორი"

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა