|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ინტენსიური სამუშაოები მაისში დაიწყება" - "ნაციონალურ მოძრაობას" მერიაში პასუხობენ

 „ნაციონალური მოძრაობის“  ბრალდებას თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ, განათლების სამინისტროში პასუხობენ და  განმარტავენ, რომ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო შეხვედრის შესახებ  ფოტო მასალაც გავრცელდა და ამის მეტს ბრალდების საპასუხოდ ვერაფერს იტყვიან. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციას, პრესსამსახური განმარტავს, რომ ინფორმაციის გაცემას თავის ვადები აქვს და ამ თემაზე იურისტები მუშაობენ.

 „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ქუთაისის მერიამაც უპასუხა.

ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის ზაზა ჩხიკვაძის თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის გაცემულია სპეციალური ნებართვა.

“მათ აქვთ ვადები და ჩემი ინფორმაციით, ინტენსიური სამუშაოები მაისში დაიწყება. ამ პერიოდისთვის მოსამზადებელი სამუშაოების 40 % შესრულებულია. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე გაგრძელდება სხვა ლოკაციებზე მუშაობა, რომლის შემდეგ განისაზღვრება საბოლოო განაშენიანების ვადები“, - განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.

 

"საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება"

 "სექტემბერში დაიწყება უნივერსიტეტის მშენებლობა, რომლის დანახვაც ყველას შეეძლება"- ვახტანგ ცაგარელი

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა