|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს

 ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი  ნაციონალური მოძრაობა“ გია უკლებამ და ბესიკ ბრეგაძემ  დატოვეს. მათ განცხადებებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  განიხილავს.  გია უკლებას განცხადებით,  ისინი ფრაქციის გარეშეც მოახერხებენ  საკრებულოში  მოვალეობის შესრულებას. ოთხი წევრისაგან შემდგარი ფრაქციიდან ორი წევრის გასვლა ავტომატიურად ნიშნავს ფრაქციის დაშლას. 

„მე და ბესო ბრეგაძემ, ჩვენს თანამებრძოლებთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, დავშალოთ ფრაქცია, რადგან ფრაქცია არ არის მხოლოდ სახელწოდება, ის შინაარსითაც უნდა იყოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მასში მყოფი წევრები უნდა იყვნენ იდეალისტები და არა ბენეფიციარები. დარწმუნებული ვარ, მე დ ბესო ბრეგაძე, ფრაქციის გარეშეც შევძლებთ საკრებულოში ჩვენი მოვალეობის შესრულებას”, -განაცხადა გია უკლებამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ყოფილ თანაგუნდელებს საკრებულოში  ფრაქციის დატოვებისაკენ მოუწოდა, თუმცა ფრაქციის თავმჯდომარემ დავით გოგისვანიძემ მათი წინადადება არ მიიღო.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი