|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი ქუთაისში გალერეა "ვარლაში" გამოიფინება"

ქუთაისელი მხატვრები "რუსთავი 2"-ზე გასულ სიუჟეტს აპროტესტებენ. საქმე ქუთაისელი მხატვრის ლევან გოგატაძეს მიერ იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტების დახატვის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს ეხება.  მხატვრები არხს არაობიექტურობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სიუჟეტითა და წამყვანის კომენტარებით შეურაცხყოფილები არიან.

"სხვა მხატვარი ვინ იყო იქ და რა გააკეთეს, ამით არავინ დაინტერესებულა. წამოგვყოლოდნენ იქ და გაეშუქებინათ, რას ვაკეთებდით. ბატონი ჭიღვარიას პორტრეტის გარდა სხვა ნამუშევრებიც შეიქმნა, კაციშვილს არ უხსენებია. ეს იყო იაფფასიანი შოუ ჭიღვარიას წინააღმდეგ და ამით მხატვრები რომ დავზარალდით, ჩვენი გულისტკივილი არავის ანაღვლებს", -განაცხადა მხატვარმა გიორგი ჭიღლაძემ.

მხატვრების განმარტებით, საუბარი იმაზე, რომ ისინი იტალიაში ბიუჯეტის სახსრებით იმყოფებოდნენ, არასწორია, რადგან ყველა ხარჯი იტალიურმა მხარემ გაიღო. მათივე თქმით,  ასეც რომ  ყოფილიყო და მართლაც ქალაქის ბიუჯეტიდან მომხდარიყო დაფინანსება, გამართლებული ხარჯი იქნებოდა, რადგანაც მნიშვნელოვანი ნამუშევრები შეიქმნა, მათ შორის ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტები, რომელთა საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და ქუთაისში გამართულ გამოფენაზე ეს ნახატებიც გამოიფინება. 

 მხატვარმა ლევან გოგატაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქალაქის მერი მადლიერების გამო დახატა. 

შეგახსენებთ, იტალიის ქალაქ კოზენცაში 16 ქუთაისელი მხატვარი 2 კვირით იმყოფებოდა, სადაც მათ მიერ იქ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ანალოგიური გამოფენა ქუთაისშიც მოეწყობა, სადაც იტალიაში შესრულებული ნახატები გამოიფინება.

 შეგახსენებთ, მხატვარ ლევან გოგატაძის მიერ შესრულებული ქუთაისის მერის ნახატი ოპოზიციის ქილიკის საფუძველი გახდა, რის შესახებაც მასალები ჯერ ადგილობრივ მედიაში მომზადდა, გუშინ კი სიუჟეტი ტელეკომპანია რუსთავის ეთერში გავიდა.  

 

 

"გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი არცერთ გამოფენაზე არ გამოიფინება"-ქუთაისის მერია

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა