|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი არცერთ გამოფენაზე არ გამოიფინება"-ქუთაისის მერია

გიორგი ჭიღვარტიას პორტრეტი არცერთ გამოფენაზე არ გამოიფინება, რადგან ეს არის მხატვრის პირადი საჩუქარი მერის მიმართ, - ამის შესახებ ქუთაისის მერიაში აცხადებენ.

 მერიაში აღნიშნული განცხადება მხატვრების მიერ გამართული ბრიფინგის საპასუხოდ გააკეთეს.

"ქუთაისის მერის პორტრეტი ეს არის მხატვრის საჩუქარი მერის მიმართ, ის არცერთ საგამოფენო სივრცეში არც გამოფენილა და არც გამოიფინება", - განაცხადეს ქუთაისის მერიის პრესსამსახურში. 

შეგახსენებთ, მხატვრებმა "რუსთავი 2"-ის სიუჟეტი გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ნამუშევრები ქალაქ კოზენცაში შეიქმნა და იტალიაში შექნილ სხვა ნახატებთან ერთად გალერეაში "ვარლა" აღნიშნული პორტრეტებიც გამოიფინება.

მხატვრების განმარტებით, საუბარი იმაზე, რომ ისინი იტალიაში ბიუჯეტის სახსრებით იმყოფებოდნენ, არასწორია, რადგან ყველა ხარჯი იტალიურმა მხარემ გაიღო. მათივე თქმით,  ასეც რომ არ ყოფილიყო და მართლაც ქალაქის ბიუჯეტიდან ყოფილიყო დაფინანსება, გამართლებული ხარჯი იქნებოდა, რადგანაც მნიშვნელოვანი ნამუშევრები შეიქმნა, მათ შორის ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტები, რომელთა საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და ქუთაისში გამართულ გამოფენაზე ეს ნახატებიც გამოიფინება.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, მხატვარ ლევან გოგატაძის მიერ შესრულებული ქუთაისის მერის ნახატი ოპოზიციის ქილიკის საფუძველი გახდა, რის შესახებაც მასალები ჯერ ადგილობრივ მედიაში მომზადდა, გუშინ კი სიუჟეტი ტელეკომპანია "რუსთავის" ეთერში გავიდა.  

 

გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი ქუთაისში გალერეა "ვარლაში" გამოიფინება

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა