|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი სიხარულიძე სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნებს გამოეთიშა

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე თანამდებობაზე დარჩენას აღარ გეგმავს. ის სამხატვრეო ხელმძღვანელის შიდა შესარჩევ ეტაპს თავისი სურვილით გამოეთიშა. 

თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი განმარტავს, რომ გიორგი სიხარულიძემ კანდიდატურა თავად მოხსნა. სიხარულიძე ამ პოსტს 11 წლის განმავლობაში იჭერდა.

 სამხატვრო ხელმღვანელის თანამდებობაზე არჩევნები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ინიშნება.

 ამ დროსთვის აღნიშნული პოსტზე  მსახიობი გიორგი შალამბერიძისა და ოპერის თეატრის დირექტორის თორნიკე მარჯანიშვილის კანდიდატურები განიხილება.

"გიორგი სიხარულიძე გამოეთიშა კენჭისყრას და თეატრის მიერ შერჩეული ორი კანდიდატურა დარჩა. საბჭო სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი შალაბერიძიდან და თორნიკე მარჯანიშვილიდან შეარჩევს, თუმცა არ არის გამორიცხული ჩვენს მიერ კანდიდატის წარდგენა არ მოხდეს, რადგან არ ვიცით ჯერ რას გადაწყვეტს სამხატვრო საბჭო, ეს მათ პროგრამებზეა დამოკიდებული. ასევე, შესაძლოა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა წარადგინოს თავიანთი კანდიდატურა სამინისტროში და მათგან მოხდეს შერჩვა", -განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თეატრის კანდიდატს 7 აგვისტოს შეარჩევს, რაც შეეხება სამინისტროს, ის გადაწყვეტილებას 14 სექტემბრამდე მიიღებს.

 

 

 

გიორგი სიხარულიძე მესხიშვილის თეატრს ტოვებს?

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა