|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გუნდური პრინციპების უხეში დარღვევა"- რეზო თედორაძე წასვლის მიზეზს ასაჯაროებს

"გუნდური პრინციპების უხეშ დარღვევასა და წინამორბედების გზის გაგრძელების" შესახებ საჯარო სტატუსი გამოაქვეყნა ქუთაისის მერიის ააიპის კულტურულ  დაწესებულებათა გაერთიანების უკვე ყოფილმა უფროსმა რეზო თედორაძემ. 

 რეზო თედორაძემ "ნიუპრესთან" საუბარში არ უარყო,  რომ სტატუსი ქალაქის მერს უკავშირდება, თუმცა აღნიშნა, რომ დეტალურ ინფორმაციას რამდენიმე დღეში გაავრცელებს. 

 "დაველოდები "ქართული ოცნების" ყრილობის დასრულებას, 2 დღეში ყრილობაა, რომ ვინმემ პარტიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად არ ჩამითვალოს და შემდეგ გავაკეთებ განაცხადს. იქნება სრული ინფორმაცია ჩემი მხრიდან", - განაცხადა რეზო თედორაძემ. 

 მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციებს გადის.

შეგახსენებთ, გუშინ ქუთაისის მერიის ააიპის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით,  ამ გადაწყვეტილებას წინ ინციდენტი უძღვოდა.

რეზო თედორაძე ააიპის ხელმძღვანელად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა.  ის "ქართული ოცნების"  ქუთაისის ბიუროს წარმომადგენელი და რამდენიმე არჩევნების პერიოდში  ავტოქარხნის ზონის ხელმძღვანელი იყო. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.98%
გაუარესდა - 52.43%
არ შეცვლილა - 13.59%
სულ - 103 ხმა