|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღალმთიანის სტატუსი დამატებით იმერეთის შვიდმა სოფელმა მიიღო

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას კიდევ 99 დასახლება დაემატება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ კიდევ დამატებით 38 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს იმ სოციალური შეღავათებით, რომლითაც „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში“ მყოფი ადამიანები სარგებლობენ. 
„მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 99 დასახლების შეტანა, რომელიც მოიცავს მთლიანობაში 38 ათას ადამიანს, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დამატებით 38 ათას ადამიანს შეეხება ის სოციალური შეღავათები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. ეს კანონი კი ჩვენ სულ ახლო წარსულში მივიღეთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 
როგორც პრემიერმა განმარტა, დღემდე ამ 99 დასახლების ნუსხაში არყოფნა გამოწვეული იყო იმით, რომ არ არსებობდა ზუსტი ნუსხა და სისტემატიზირებული მონაცემები. 
„ჩვენ ეს სისტემა დავხვეწეთ და აქედან გამომდინარე, შემოვდივართ წინადადებით, რომ 38 ათასი ადამიანი, 99 ახალი დასახლება დაემატოს ნუსხას“, -აღნიშნა პრემიერმა.

99 სოფლიდან იმერეთში 7 მდებარეობს.  აქედან საჩხერის სოფლებია ცხამი, კორბოული, მოძვი, ჭიათურის სოფლები ბჟინევი და ქვედა ჭალოვანი, ხარაგაულიდან სოფელი წიფა და ხონიდან სოფელი, კინჩხა ფერდი.

მაღალმთიანის სტატუსს გარეშე რამდენიმე სოფელი დარჩა, რომელიც წარსულში მთის სტატუსს ატარებდა. მათ შორის იყო ტყიბულის სოფლები. მაღალმთიანის სტატუსის მნიშვნელობაზე საუბრობდა ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, რომელმაც პრემიერს და იმერეთის გუბერნატორს მიმართა, თუმცა ტყიბულის სოფლები ჩამონათვალში ვერ მოხვდა. მაღალმთიანი დასახლების მინიჭების საკითხზე მუშობდა სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში იმერეთის გუბერნატორიც მონაწილეობდა. კომისიის წევრების განმარტებით, სტატუსის მიღების სურვილი ბევრ სოფელს ქონდა, თუმცა ყველა ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმს. 

 თავდაპირველად, მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში 1582 დასახლება, მათ შორის  იმერეთის 40 სოფელი მოხვდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა