|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე რიონს ნარჩენებით შპს "ნიკორა 2015" აბინძურებდა

„ნიუპრესის“ მიერ მომზადებულ მასალას, მდინარე რიონში დაკლული პირუტყვის ნარჩენების ჩაყრას ეხება, გარემოს ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა. 

როგორც უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული ტერიტორია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მდინარის დაბინძურება ხორც-პროდუქტების მწარმოებელმა შპს „ნიკორა 2015“ მოახდინა. როგორც ცნობილი გახდა,  შპს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველთა სასაკლაო აქვს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  ტერიტორია შპს-ს "ნიკორა 2015" იჯარით აქვს აღებული, რომელიც  სხვა იურიდიულ პირზეა გაფორმებული. დასავლეთის რეგიონალური სამართველოს გარემოს დაცვითი ინსპექტირების დაცვის უფროსის, თინათინ ჩაკვეტაძის განცხადებით შპს „ნიკორა 2015“  დაჯარიმდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით შევადგენთ ოქმს და გადავცემთ სასამართლოს. 34-ე მუხლის თანახმად  პირუტყვის ნარჩენების მდინარეში ჩაყრის გამო კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდება და ოქმის შედგენისთანავე ეკისრება ვალდებულება დაასუფთავონ მიმდებარე  ტერიტორია. რაც შეეეხება მდინარის დაბინძიურებას, სააგენტო ხვალ აიღებს სინჯებს ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებით და თუ გამოვლინდა დაბინძურება საქმე სსკ-ს 38-ე მუხლით აღიძრება, რაც გარემოსთვის მიყენებულ ზარალს გულისხმობს“,- განმარტა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ  მდინარე რიონში  დაკლული  პირუტყვის ნარჩენები იპოვეს.

 

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა