|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის საპროტესტო პლაკატზე გამოსახვის გამო კაფეს მეპატრონე დააჯარიმეს

ქუთაისის ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს" მეპატრონეები დააჯარიმეს. როგორც კაფეს მენეჯერმა ნიკოლოზ ტურაბელიძემ "ნიუპრესთნ" საუბარი განაცხადა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელები მათთან დღეს მივიდნენ და საპროტესტო პლაკატების გამო საჯარიმო ოქმი გამოწერეს. მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო პლაკატების განთავსებას შესაბამისი ნებართვა სჭირდება. 

"გვითხრეს, რომ ნებართვა გვჭირდებოდა, რადგან იყო საპროტესტო და არა სარეკლამო, გამოწერეს ოქმი, მაგრამ არ ჩავიბარეთ და ალბათ, ფოსტით მოვა. არ ვიცი, ჯარიმის ოდენობა. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ და პლაკატები ჩამოვხსნათ, ასე დარჩება, ვიდრე საკითხი არ გაირკვევა", -განაცხადა ნიკოლოზ ტურაბელიძემ. მისი თქმით, კაფემ დღეს მუშაობა განაახლა.

მისი თქმით, პლაკატების ჩამოხსნას არც ორმაისობისთვის გეგმავენ.

კაფეს მფლობელებმა 26 აპრილს აქცია გამართეს. მათი თქმით, მერია მათ საკუთრებას ართმევს და სანაცვლოდ შენობის იჯარით აღებას სთავაზობენ. 

"ნიუპრესის" ინფორმაციით, კაფეს მეპატრონეებს 1000 ლარის ოდენობით  ჯარიმა გამოუწერეს. 

დაჯარიმებასთან დაკავშირებით მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

 შეგახსენებთ, მერიაში განმარტავენ, რომ ტერიტორია, სადაც კაფეა განთავსებული, მერიის ბალანსზეა და ის ვინმეს კერძო საკუთრება ვერ იქნება. 

"პროვოკაციების გამო იძულებული გავხდით, კაფე დაგვეკეტა"

  "კაფეს გვართმევენ" - აქცია ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში

 

"რომ წაართვა, მისი უნდა იყოს"-მერიაში კაფეს მფლობელების ბრალდებებს პასუხობენ

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა