|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიტაცებული ტროტუარები ქუთაისში, კინო "საქართველოს" მიმდებარე ქუჩებზე [PHOTO]

ქუთაისში კინო "საქართველოს" მიმდებარედ, თამარ მეფის ქუჩაზე ტროტუარი ავტომანქანების საპარკინგე ადგილადაა გადაკეთებული, მოქალაქეებს კი ავტომანქანების სავალ ნაწილზე გადაადგილება უხდებათ.

ტროტუარზე ადგილები პარკირებისათვის ქუთაისის მერიის შპს პარკინგსერვისის მიერაა დახაზული.  გასულ წელს ამ ადგილზე არსებული კაფე-ბარის "ფლამინგო" დემონტაჟი იმ მოტივით განხორციელდა, რომ კინოთეატრის გახსნა პარკირების ადგილების არ ქონის გამო ვერ ხერხდებოდა.  ქალაქის მერიის ჩარევით "ფლამინგოს" მფლობელებს კაფეს დემონტაჟის სანაცვლოდ ალტერნატიული ტერიტორია ბუხაიძის ქუჩაზე გამოუყვეს. ადგილზე ავტოსადგომის მოწყობის მიუხედავად, მოქალაქეებისათვის მიტაცებული ტროტუარის დაბრუნება არ მომხდარა.

ტროტუარის ნაწილი მიტაცებულია კინო საქართველოს მიმდებარედ წერეთლის გამზირის მხრიდანაც. აღნიშნული მრავალჯერ გააშუქა "ნიუპრესმა", რამაც შედეგი დროებით გამოიღო, შემდეგ კი ტროტუარზე პარკირება ისევ გაგრძელდა. ფაქტზე არც საპატრულო პოლიცია და არც "პარკინგსერვისი" რეაგირებს.

 "ნიუპრესი" საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიას, ასევე შპს "პარკინგსერვისს" დაუკავშირდა.

  

   მერიაში აცხადებენ, რომ ავტომანქანების  არასწორ დგომა-გაჩერებაზე რეაგირება პატრულის მოვალეობაა, თუმცა, რაც შეეხება საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვას, ამ შემთხვევაში, პრეროგატივა ზედამხედველობის სამსახურს აქვს.  მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას თქმით, იმ ადგილებში პარკირება, რომელიც უკვე გადაცემულია ავტოსადგომად, დარღვევა ნამდვილად ვერ ჩაითვლება. რაც შეეხება ქონეების განკვარგვას, მისი თქმით, ეს მისი გადასაწყვეტი არაა. 

 ქუთაისის მერიის შპს "პარკინგსერვისის"  ხელმძღვანელი ზვიად მანდარიაც ეთანხმება, რომ ტროტუარზე არ უნდა ხდებოდეს მანქანების პარკირება, თუმცა აცხადებს, რომ ეს მათი კომპეტენციის თემა არ არის, რაც შეეხება თამარ მეფის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე  ტროტუარის საპარკინგე ადგილად ქცევას, მისი თქმით, ეს არ მოხდებოდა, თუ ქვეითებისათვის გადაადგილების ალტერნატიული გზა არ იქნებოდა.

"თავის დროზე, როდესაც კინო "საქართველოს" მოწყობა მიმდინარეობდა და საპარკინგე ადგილების საჭიროება იყო, ეს ადგილი გადაცემულია "პარკინგსერვისისათვის", მაგრამ ეს ისე არ მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო ალტერნატიული ადგილი ქვეითად მოსიარულეებისათვის", - განაცხადა ზვიად მანდარიამ. 

ალტერნატიული გზა, რის შესახებაც მანდარია აღნიშნავს, არის, თუმცა ისიც ავტომანქანებითაა დაკავებული. ამის შესახებ "პარკინგსერვისის" ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ის ტერიტორია კინო "საქართველოსათვის" საკუთრებაა და შესაბამისად, მას ვერ გააკონტროლებს.   

   

 შპს "პარკინგსერვისი" ქუთაისის მერიამ პარკირების სისტემის მოწესრიგების მიზნით 2015 წელს შექმნა.  მაშინდელი მერი ამის გამო კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა.  

საკრებულოს გადაწყვეტილებით, "პარკინგსერვისს" გადაეცა ქალაქში კონკრეტული ადგილები პარკირების მოსაწყობად, თუმცა როგორც "ნიუპრესმა" გაარკვია, საკრებულოს მიერ გაკეთებულ ჩამონათვალში თამარ მეფის ქუჩაზე არსებული ტროტუარის ნაწილი არ არის, შესაბამისად, ის "პარკინგსერვისს" არ გადაცემია და ტროტუარი ქალაქის საკუთრებაშია. შესაბამისად, დაუბრუნდა თუ არა ტროტუარი მოქალაქეებს, ქალაქის მერიის გადასაწყვეტია.

 

 

ქუთაისში უკანონო პარკირებაზე კონტროლი მკაცრდება

ავტომობილები ტროტუარზე და ქვეითი საგზაო მონაკვეთზე

პარკირება ტროტუარზე, რომელსაც არავინ აპროტესტებს

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა