|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მწერალთა სახლის" ადგილზე მშენებლობა იწყება?

ქუთაისში, "მწერალთა სახლის" ეზოში მშენებლობა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს. აგვისტოში სამშენებლო კომპანია m² -მა ქუთაისში შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ მშენებლობა 4 თვეში დაიწყებოდა. ამ დროისთვის ადგილზე სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა დაიდგა დაცვის ჯიხური.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს, თუმცა ზუსტ ვადებს ვერ ამბობენ. ადგილზე სასტუმრო აშენდება. ხელშეკრულებით, სამუშაოები ორ წელში დასრულდება.

როგორც ცნობილია, მწერალთა სახლისათვის ეზოში ცალკე შენობა აიგება. კომპანია ფართს შეთანხმებისამებრ, ქალაქის მერიას გადასცემს.

რაც შეეხება სასტუმროს,  შენობა ხუთსართულიანი იქნება, რომელსაც დაემატება ტერასა. 

"მწერალთა სახლი" ქუთაისის მერიამ აუქციონზე  მაისში გაყიდა. მწერალთა სახლი" მერიამ გაპონოვის 5 ნომერში მდებარე მიწის ფართობთან ერთად ერთ ლოტად გაიტანა აუქციონზე. ორივეს საერთო ფასმა შეადგინა 1 400 640 ლარი.

მერიაში განმარტავენ, რომ დაინტერესებულ პირს მითითებული ქონდა, რომ ობიექტების შეძენა ერთ ლოტად სურდა.

"მწერალთა სახლის" გაყიდვის ფაქტს ქუთაისში სხვადასხვაგვარი შეფასება  მოყვა. საზოგადოების ნაწილმა შენობის გაყიდვა უარყოფითად შეაფასა და მიმდინარე მოვლენებში "მწერალთა სახლის" თავმჯდომარე დაადანაშაულა. მომხდარის გამო ქუთაისში მწერალთა საზოგადეობა ორად გაიყო და ერთმანეთს დაუპირისპირდა.

ქუთაისში "მწერალთა სახლის" გაყიდვასთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ქალაქის მერმა უსაფუძვლო ბრალდებები უწოდა.

მისი თქმით, ქალაქში უპრეცედენტო ოდენობის -  20 მილიონი ლარის ინვესტიცია შემოვა, აშენდება 120 ნომრიანი ბრენდირებული სასტუმრო (ყველაზე დიდი ქუთაისში), შეიქმნება 100 ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო მწერალთა სახლს კომფორტული და გარემონტებული ფართი გადაეცემა მიეცემა.

"მწერალთა სახლის" ადგილზე სასტუმროს მშენებლობა 4 თვეში დაიწყება

რატომ გაიყიდა "მწერალთა სახლი" სხვა ობიექტთან ერთად 1 400 640 ლარად?

ურთიერთბრალდებები "მწერალთა სახლის" გამო-ქუთაისში მწერლები ერთმანეთს უპირისპირდებიან

"მწერალთა სახლის" ადგილზე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება"

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი