|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პატრულმა პრემიერ-მინისტრთან მისვლის შესაძლებლობა არ მომცა"

ბიზნესმენი, რომელიც დღეს ავტობანის გახსნაზე მყოფ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავდა, როგორც თავად ამბობს, საპატრულო ეკიპაჟმა შეაფერხა.

როგორც ბადრი კილაძე "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, გზაში, პატრულმა ავტომობილი გააჩერა და გადაადგილების საშუალება არ მისცა.

"გზაში პატრულმა გამაჩერა, ავტომობილით გადაადგილების შესაძლებლობა არ მომეცა. მითხრეს, რომ სიჩქარის გადაჭარბების გამო გამაჩერეს, რაც არ დადასტურდა. მერე მითხრეს, თითქოს ავტომობილი, რომლითაც ვიყავი, ძებნაში იყო, რაც ტყუილია, შემდეგ გამომიცხადეს, რომ კომპიუტერი გაიჭედა და ინფორმაცია ვერ იძებნებოდა. მივხვდი, რომ დრო გაყავდათ, გადავჯექი ტაქსიში, მაგრამ გადარეკეს და ტაქსს სხვა პატრული გამოაყოლეს, რომელმაც იმ ადგილზე გაჩერების უფლება არ მომცა. თერჯოლაში მოვიდა ჩემი ახლობელი, გადავჯექი მესამე ავტომობილში, მაგრამ ის გზა საიდანაც უნდა მივსულიყავი, საერთოდ გადაიკეტა, არ მიმაკარეს პრემიერს, ვერ მოვახერხე მისვლა და ჩემი პრობლემის თქმა, ხელი შემიშალეს", -განაცხადა ბადრი კილაძემ.

მისივე თქმით, ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს და რა ფორმით მიაწვდინოს ხმა მთავრობას. შეგახსენებთ, რომ დღეს მან პრემიერთან შეხვედრის მცდელობამდე ავტობანი გადაკეტა.

ბადრი კილაძე მისი უფლებების დარღვევას 4 წელია,  აპროტესტებს. მისი თქმით, გეგუთში ავტობანის მშენებლობას მისი რესტორანი შეეწირა მას ამ დრომდე თანხა არ მიუღია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ხელის შეშლის ფაქტორი არ ყოფილა,  ავტომობილი გაჩერდა, რადგან რამდენიმე ხნის წინ მას ნომერი ქონდა დაკარგული და ამიტომ მოხდა მისი  შემოწმება. პატრულს არ ქონდა ინფორმაცია, გაჩერებულ ავტომობილში ვინ იმყოფებოდა, რადგან ავტომობილი ბადრი კილაძის სახელზე არ არის რეგისრირებული. ამის შემდეგ ავტომობილში მჯდომმა მამაკაცმა გადაწყვიტა სხვა ავტომობილით წასვლა.  ადგილზე მისული პრემიერთან მისასვლელად ცდილობდა ორმხრივმოძრაობიანი გზის გადაკვეთას ფეხით, ამიტომ სამართალდამცველებმა მიუთითეს მას და მისივე უსაფრთხოების გამო არ მიეცა გზის გადაკვეთის უფლება. 

 

 

ქუთაისი-ზესტაფონის ავტობანი პროტესტის ნიშნად გადაიკეტა

ავტობანის მშენებლობის გამო დაზარალებული ბიზნესმენი აქციას მართავს

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი