|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ექიმის საქმე სტრასბურგში გასაჩივრდა

ქუთაისელი ექიმის ირაკლი მერკვილაძის საქმე სტრასბურგში გასაჩივრდა. #2 სამშობიარო სახლის დირექტორის საქმე საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოში დასრულდა. როგორც დაკავებულის ადვოკატი ალექსანდრე თათელიშვილი აცხადებს, სამივე ინსტანციამ მერკვილაძე დამნაშავედ ცნო. 

"უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა ორი ინსტანციის განაჩენი. ირაკლი მერკვილაძე პატიმრობაში რჩება.  ოჯახმა ეს საქმე სტარსბურგში გაასაჩივრა, მე აღარ ვარ მისი წარმოადგენელი", - განაცხადა ალექსანდრე თათელიშვილმა.

ირაკლი მერკვილაძე 2018 წელს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს. მას სასამართლომ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქალაქოს განაჩენი სააპელაციომაც ძალაში დატოვა. 

ირაკლი მერკვილაძეს ბრალი 116-ე მუხლით წარედგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. მას საპატიმრო ვადა 2020 წლის იანვარში უმთავრდება. 

დაკავებული ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება

 დაკავებული ირაკლი მერკვილაძის ადვოკატს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ჩაბარებია

ქუთაისელი ექიმი ირაკლი მერკვილაძე დააპატიმრეს

"სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ"-ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი

ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა, სავარაუდოდ, აპრილში განახლდება

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა