|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა შშმ პირმა "სითი პარკს" სასამართლო პროცესი მოუგო

ქუთაისელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, დავით მალანიამ "სითი პარკს" სასამართლო პროცესი მოუგო. მალანიამ კომპანიას არასწორად დაჯარიმებისა და ავტომანქანის საჯარიმოზე უკანონოდ გადაყვანის გამო უჩივლა.

"სითი პარკის" წარმომადგენლების განცხადებით, მალანია ქუთაისის შშმ პირია, რის გამოც თბილისის საკრებულოს ახალი კანონმდებლობით, მას  შშმ პირებისთვის განკუთვნილ სადგომზე ავტომობილის დაპარკინგების უფლება არ აქვს.  ამ მოტივით, ექიმთან კონსულტაციაზე მისული დავით  მალანია დააჯარიმეს, ხოლო ავტომობილი საჯარიმოზე გადაიყვანეს.

მომხდარის  შემდეგ მალანიამ კომპანიას სასამართლოში უჩივლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ყანჩაველის გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს მიერ გაცემული კანონი არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კანონმდებლობას. მოსამართლემ გადაწყვეტილება საქართველოს კანონის თანახმად მიიღო, რითაც "სითი პარკს" გამატყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლომ "სითი პარკს" დავით მალანიასთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა. 

" ეს არის მოსალიცი ამბავი, როგორც იქნა საქართველოში სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო",-გაანცხადა დავით მალანიამ.

შეგახსენებთ, ქუთაისელი შშმ პირი დავით მალანია "სითი პარკმა" 80 ლარით დააჯარიმა, ხოლო მისი ავტომობილი საჯარიმოზე გადაიყვანეს, მომხდარის გამო დავით მალანიას  ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა