|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ავტომანქანების მომსახურებისათვის 333 ათასი ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს

ქუთაისის მერიამ მუნიციპალიტეტის  ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისა და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 333 010 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. 

ელექტრონული ტენდერი  NAT180012937 მერიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, წინადადებების მიღება 22 აგვისტოდან იწყება და 2 დღე გაგრძელდება. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ თანხას მერია ხელშეკრულების გაფორმებიდან წლის დასასრულამდე გაწეულ მომსახურებაში გადაიხდის. 

პრეტენდენტს ქალაქ ქუთაისში ავტომანქანების ტექშეკეთებისათვის შესაბამისი ფართი და აღჭურვილობა, არანაკლებ 8 ბოქსი; არანაკლებ 5 ავტომანქანის ამწემოწყობილობა უნდა გააჩნდეს. 

 ანალოგიური ტენდერი NAT180004219 მერიამ წლის პირველ ნაწილში უკვე გამოაცხადა. 2018 წლის მარტში გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია "თეგეტა მოტორსი" მონაწილეობდა და გამარჯვებულიც ის გახდა. მერიამ მასთან  340 ათასი ლარის ღირებულების  ხელშეკრულება გააფორმა, რაც ასევე 2018 წლის ბოლომდე მომსახურებას ითვალისწინებდა. 

მაშინ ავტომონილების შენახვასა და მის მომსახურებაში სოლიდური თანხების ხარჯვა გააპროტესტა ოპოზიციურმა პარტიამ. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ამ თანხების დაზოგვის შემთხვევაში, ბაღის თანამშრომლების ხელფასების 100 ლარით გაზრდა იქნებოდა შესაძლებელი. მისი გაანგარიშებით, მომსახურების, საწვავისა და სხვა ხარჯების შემთხვევაში, მერია ავტომანქანებისათვის 800 ათას ლარს დახარჯავდა, თუმცა მას არ გაუთვალისწინებია, თუ მერია ავტომანქანების მომსახურებისათვის თითქმის იმავე ღირებულების ტენდერს წელს მეორედ გამოაცხადებდა, რაც ამ  ხარჯებს 333 ათასი ლარით ზრდის. 

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას 70 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ემსახურება, მათ შორის 6 ერთეული მაღალი გამავლობის ჯიპია. 

გარდა ავტომანქანების მომსახურებასა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისა მერია ტენდერებს აცხადებს ავტომობილების საწვავით უზრუნველყობის და რეცხვა-დასუფთავების მიზნით.   

 

"ქუთაისელებს მერიის ავტომობილების შენახვა წელს 800 000 ლარამდე დაუჯდება"

 

რა მარკის ავტომობილები ემსახურება ქუთაისის თვითმმართველობის პირველ პირებს?

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა