|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა მარკის ავტომობილები ემსახურება ქუთაისის თვითმმართველობის პირველ პირებს?

ქუთაისის თვითმმართველობის თანამშრომლებს სახელმწიფოებრივი ავტომობილები ემსახურებათ. "ნიუპრესისთვის" მოწოდებული საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ მერიას და საკრებულოს 24 ავტომობილი ემსახურება. მათგან ყველაზე ძველი 1991 წელს გამოშვებული "ტოიოტა კარინაა", ყველაზე ახალი კი 2012 წლის გამოშვება "ჰიუნდაი სონატა", ეს ის გახმაურებული ავტომობილია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, მერიას კომპანია "მარსმა" აჩუქა. 

ქალაქის მერს 2011 წელს გამოშვებული "ტოიოტა ლენდკრუიზერი" ემსახურება. საკრებულოს თავმჯდომარეს 2012 წელს გამოშვებული "ჰიუნდაი სონატა". 

ჩამონათვალშია ავტომობილები, რომლებზეც საკრებულოს თავმჯდომარემ დაზიანების გამო უარი თქვა. თვითმმართველობის ინფორმაციით, 2007 წელს გამოშვებული, საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარისთვის 20 000 ლარად შეძენილი "ფოლკსვაგენ პასატი"  დაზიანებულია და მისით გადაადგილება შეუძლებელია, თუმცა ავტომობილი ქალაქში მოძრაობისას რამდენჯერმე შენიშნეს.   

მერია თანამშრომელთა ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფისთვის ყოველწლიურად ტენდერს აცხადებს.

წელს მერიამ 310 300 ლარის საწვავი შეიძინა. წინა წელთან შედარებით საწვავის ხარჯი 65 500 ლარით გაიზარდა. ამ დრომდე უცნობია, 2018 წელს საწვავის ხარჯზე ბიჯუტეში რა ოდენობის თანხა იქნება გამოყოფილი. 

რაც შეეხება იმერეთის გუბერნიას, იმერეთის გუბერნიის პირველ პირს 2008 წლის გამოშვება "ტოიოტა პრადო" ემსახურება. აღნიშნული ავტომობილის მომსახურებისათვის შესყიდვებს გუბერნია ახდენს.

 

ქუთაისის მერია 2 ავტომობილის მომსახურებისათვის 20 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს

რა გახდა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის 2 წლის წინ შეძენილი ავტომანქანის ჩამოწერის მიზეზი?

იმერეთის გუბერნიამ ავტომობილების შეკეთებისათვის 19 800 ლარი გადაიხადა

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა