|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია კინო "საქართველოს" ტერიტორიას გადასცემს

ქუთაისის საკრებულო ქალაქის საკუთრებაში არსებულ ქონებას ბიზნესმენს თენგიზ აბესაძეს გადასცემს. საკითხს  კენჭი ხვალ საკრებულოს სხდომაზე ეყრება.

მერიის განკარგულებით, ბიზნესმენს  ტერიტორის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაეცემა. ტერიტორია, რომელიც კინო "საქართველოს" მიმდებარედ მდებარეობს,  პარკირებისთვის არის განკუთვნილი. ადგილზე კაფე "ფლამინგო" მდებარეობდა, რომლის დემონტაჟი განხორციელდა. 

როგორც მერიაში განამრტავენდნენ, კინო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე პარკირება უფასო იქნება, ბიზნესმენმა ბიუჯეტში 10 წლის მოსაკრებელი წინასწარ შეიტანა. პარკირების არარსებობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შენობის გახსნა დაგვიანდა. 

კინო "საქართველო" 25 სექტემბერს გაიხსნება. გახსნის ცერემონიალს დაესწრება თავად თენგიზ აბესაძე, რომლემაც ადგილზე 32 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო. 

  ამ თემაზე: 

კინო "საქართველოს" გახსნაზე გრეგორი ლეპსი და თამრიკო გვერდწითელი იმღერებენ

კაფე "ფლამინგოს" დემონტაჟი მიმდინარეობს

"თვითონ არ მენდობიან და მე როგორ ვენდო?"-ფლამინგოს" მფლობელი

"ქალაქის ხელმძღვანელობა მაიძულებს ადგილის დატოვებას"-"ფლამინგო'" ბუხაიძეზე გადადის

ხელშეკრულება შეჩერებულმა მეიჯარემ ტერიტორია თურქ ინვესტორზე გაასხვისა?

ქუთაისში, სადავო ტერიტორიაზე ახალი ინვესტორი გამოჩნდა

პრივილეგირებული მდგომარეობა კინოთეატრის სახელით

შეცდომა დავუშვით, მოსახლეობას რომ არ დაველაპარაკეთ - შოთა მურღულია

მსოფლიო პრემიერები და VIP სერვისები "კინო საქართველოში" [PHOTO]

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა