ქუთაისის მერია სარესტორნო მომსახურებისათვის 19 ათას ლარს დახარჯავს
ქუთაისის მერიამ სარესტორნო მომსახურებისათვის ერთდროულად ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ღირებულება 19 ათას ლარს შეადგენს.
NAT180009771- ტენდერით გათვალისწინებული პირობებით, მერია 10 ათას ლარს გადაიხდის ქუთაისის სტუმრებისათვის, რესტორნის ტიპის დაწესებულებაში კვებითი მომსახურებისათვის. მომსახურების მიღება მოხდება ეტაპობრივად, 300 (სამასი) პირისთვის, ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
NAT180009772 ტენდერის პირობების მიხედვით, „მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტუმრებისათვის, მენიუ #1-ს შესაბამისად 250(ორას ორმოცდაათი) პერსონაზე, მენიუ #2-ს შესაბამისად 300 (სამასი) პერსონაზე კვებითი მომსახურების გაწევა ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სატენდერო წინადადებების მიღება 4 ივლისიდან დაიწყება და 6 ივლისის ჩათვლით გასტანს.
ქუთაისში სტუმრების მიღება, ძირითადად, მაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხდება. თუ რა მოვლენასთან დაკავშირებით ელოდება მერია ქალაქში ამ რაოდენობით სტუმრებს (850 ადამიანზეა შეკვეთა), უცნობია.
ამ დრომდე ქუთაისის მერია სარესტორნე მომსახურებისათვის ერთ პირთან ხელშეკრულებების გაფორმებას ამჯობინებდა. როგორც "ნიუპრესმა" დაიანგარიშა, 2018 წლიდან 8 ივნისის ჩათვლით ქუთაისის მერიის მიერ სარესტორნე და სასტუმროს მომსახურებისათვის გაფორმებულმა ხელშეკრულებებმა, 97 800 ლარი შეადგენა.
ქუთაისის მერია სარესტორნე და სასტუმროს მომსახურებისათვის 97 800 ლარს იხდის
"რა თანხას ხარჯავს ქალაქი დღესასწაულებსა თუ ცალკეულ ღონისძიებებზე?"
ავტორი: ირინა მაკარიძე