ქუთაისის მერიის საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს
ქუთაისის მერიის საქმიანობას აუდიტის სამსახური სწავლობს. როგორც სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურში "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადეს, შემოწმება გეგმიურია და ის პერიოდულად ტარდება. მათივე ინფორმაციით, საქმე 2017 წლის საქმიანობას ეხება.
პრესმსასახურის წარმომადგენლის განმარტებით, უწყება დასკვნას რამდენიმე კვირაში დადებს და ის საჯარო გახდება ყველასთვის. მათივე განცხადებით, დასკვნა შეეხება, როგორც უშუალოდ მერიას, ასევე მის დაწესებულებს, მათ შორის სოციალურ საცხოვრისს.
შეგახსნეებთ, რომ სოციალური საცხოვრისის მშენებლობის საკითხს სამხარაულის ბიუროც სწავლობს. მათი დასკვნა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
"გაჩნდა დამატებითი კითხვები, რის გამოც დასკვნის ჩაბარებამ გადაიწია"
სოციალური საცხოვრისი - ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი
სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული სამუშაოების შესწავლა ამ დრომდე არ მომხდარა
"შეიძლებოდა პრობლემა ძალიან მარტივად გადაჭრილიყო"-შოთა მურღულია
სოციალური საცხოვრისი - ავარიული შენობა თუ ბინადართა დაუდევრობა?[PHOTO]
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი