|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის რიონისპირა სახლების პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდში არ შემოსულა"

"ქუთაისის რიონისპირა სახლების პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდში არ შემოსულა-ამის შესახებ "ნიუპრესს" მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს.

კითხვაზე, მოხდა თუ არა ფონდის მიერ ქუთაისის მერიის მიერ წარდგენილი პროექტის განხილვა და რა იგეგმება ამის ფარგლებში, ფონდის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის  ფონდში მსგავსი პროექტი შესული არ არის.

"ამ დრომდე მგფ-ში რიონისპირა სახლების პროექტი არ შემოსულა. არ ვიცი, შეიძლება იდეის დონეზე იყო განხილვა, თუმცა როგორც ოფიციალური პროექტი შემოსული არ არის და ვერაფერს გეტყვით", -განაცხადეს პრესსამსახურში.

ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდში 12 აპრილს წარადგინა. ამის შესახებ არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ჩხიკვაძემ  განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ფონდში წარადგინეს და მითითებებს ელოდებიან, რის შემდეგაც მომზადდება პროექტის საბოლოო ვერსია.

რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტის იდეა ქუთაისის მერიამ გააჟღერა. მერის თქმით, ეს არის მასშტაბური პროექტი, რომლის განხორციელებაზე მუშაობაც ვერავინ გაბედა.

ოპოზიციის განცხადებით, კი პროექტი განვითარებას ევერ ჰპოვებს და ის იდეის დონეზე დარჩება.  ევროპული საქართველოს წარმომადგენლის მერაბ მეშველიანის განცხადებით,  პროექტი პოპულისტურია, ის მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვებაზეა გათვლილი.

 

რიონისპირა სახლების პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს დღეს წარუდგინეს

„რიონისპირა სახლების პროექტი იდეის დონეზე დარჩება“ - მერაბ მეშველიანი

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა