|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაგა-ბაღების გაერთიანების სარჩელს სააპელაციო სასამართლო განიხილავს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო  ბაგა-ბაღების გაერთიანების სარჩელს განიხილავს. გაერთიანება მაკა აბულაძის სასარგებლოდ გამოტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

გაერთიანება მოითხოვს ქუთაისის #13 ბაგა-ბაღის გამგის გათავისუფლების ბრძანება კანონიერად იქნეს ცნობილი და მაკა აბულაძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

საქმის  განხილვა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე თამარ სვანაძის თავმჯდომარეობით დღეს 12 საათისათვის იყო დაგეგმილი, თუმცა პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ საქალაქოს სასამართლომ გაერთიანების ბრძანება ბათილად ცნო და სრულად დაკმაყოფილდა მაკა აბულაძის წარმომადგენლის სარჩელი ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების მიმართ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა