|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია იწყება [VIDEO]

ქუთაისის თოჯინების თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. შენობიდან უკვე მოხდა ინვენტარის გატანა.

თეატრის დირექტორის ლევან გაბრიჭიძის თქმით, პროექტი ექვსთვიანია.  ამ დროის განმავლობაში თეატრი მესხიშვილისა და ოპერის თეატრებში დაბინავდება და სპექტაკლებიც იქ გაიმართება.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარი გამოყო. სამუშაოებზე ტენდერი თოჯინების თეატრმა მერიის მიერ 2016 წელს მომზადებული პროექტით რამდენჯერმე გამოაცხადა. 

ქუთაისის თოჯინების თეატრის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში  NAT180014664 მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო - შპს "ქართული სამშენებლო ჯგუფი" და  შპს TU-KA-მ, ტენდერში ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა, რომელიც სამუშაოებს  534 655 ლარად შეასრულებს.

თოჯინების თეატრის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია ყოფილმა მინისტრმა მიხეილ გიორგაძე გაავრცელა. მისი თქმით,  რეაბილიტაციის შემდეგ ქუთაისს შესაფერისი თეატრი ექნება. 

პროექტი, რომელიც თეატრის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის ცნობილია. პროექტის თანახმად, სრულად უნდა გარემონტდეს დარბაზი, ფოიე, ფასადი, გათვალისწინებული იქნება სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი თეატრი 1946 წელს შეიქმნა.

  თეატრი ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარეობს.  შენობას რეაბილიტაცია ბოლოს 1987 წელს ჩაუტარდა. 

 რეაბილიტაციის დაწყების შესახებ თოჯინების თეატრი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა