|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა

ქუთაისში თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. სამუშაოების გადავადების მიზეზი ჩაშლილი ტენდერი გახდა. როგორც თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თემურ ბაღდავაძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, ტენდერში მონაწილე სამივე კომპანიამ დისკვალიფიკაცია მიიღო, რის გამოც განმეორებითი ტენდერი გამოცხადდა.

"ტენდერში მონაწილე სამ კომპანიას დოკუმენტაცია არ ჰქონდა მოწესრიგებული და ვერც ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, რის გამოც სამივეს დისკვალიფიკაცია მიეცა. განმეორებით გამოცხადდა ტენდერი და მოკლე ხანში დასრულდება. როდესაც გამოვლინდება  გამარჯვებული,  სამუშაოებიც დაიწყება"-განაცხადა თემურ ბაღდავაძემ. მისი თქმით, პროექტით სამუშაოებზე ოთხთვენახევარია გაწერილი, რის გამოც სამუშაოები ახალი სეზონისთვის ვერ დასრულდება, თუმცა იმედს იტოვებს, რომ განახლებული თეატრის პრეზენტაცია წლის ბოლომდე გაიმართება, სხვა შემთხევაში სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება. 

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარი გამოყო. სამუშაოებზე ტენდერი თოჯინების თეატრმა მერიის მიერ 2016 წელს მომზადებული პროექტით გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერზე  NAT180011233  წინადადებების მიღება 8 აგვისტოს იწყება და 13 აგვისტოს სრულდება. 

თოჯინების თეატრის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია ყოფილმა მინისტრმა მიხეილ გიორგაძე გაავრცელა. მისი თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ ქუთაისს შესაფერისი თეატრი ექნება. პროექტი, რომელიც თეატრის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის ცნობილია. პროექტის თანახმად, სრულად უნდა გარემონტდეს დარბაზი, ფოიე, ფასადი, გათვალისწინებული იქნება სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი თეატრი 1946 წელს შეიქმნა.  თეატრი ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარეობს.  შენობას რეაბილიტაცია ბოლოს 1987 წელს ჩაუტარდა. 

 

 

 

ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაციისათვის 534 655 ლარი გამოიყო

ქუთაისის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციის პროექტი დამტკიცდა

 როგორი იქნება ქუთაისის თოჯინების თეატრი რეაბილიტაციის შემდეგ?

"მინისტრს ჯერ არ მოვუტყუებივართ" - ქუთაისის თოჯინების თეატრი რეაბილიტაციის მოლოდინში

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა