|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მერიაში განმარტავენ, რომ უკვე მიმართეს სამართალდამცველ უწყებას და საქმის შესწავლა დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, მერია დაზიანებული ბიბლიოთეკების შეკეთებას 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე მოახდენს. 

ფაქტზე მოკვლევის დაწყებას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს-ს ინფორმაციით, საქმის შესწავლის მოტხოვნით უწყებას ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმართა. 

შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ელქტრონული ბიბლიოთეკის დიდი სტენდი დააზიანეს, იქამდე კი მცირე სტენდი გატეხეს.

პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ფარგლებში ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკები ოქტომბერში დამონტაჟდა. ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დამზადებისა და ქუთაისის მასშტაბით განთავსების სამუშაოებისთვის მერიამ 25 000 ლარი გამოყო. ტენდერის ფარგლებში ქალაქის  ქუჩებში მცირე და დიდი ზომის კონსტრუქციები განთავსდა.

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის დიდი სტენდი დააზიანეს

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი