|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ზაალ ჩაჩავა "ტორპედოში" მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გეგმავს"

საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" აუქციონზე გაიყიდა.  მფლობელი მისივე პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა გახდა. ჩაჩავამ კლუბში, რომელიც მოედნისა და ქონების გარეშე გასხვისდა,  300 000 ლარი გადაიხადა. კლუბი ოფიციალურად  შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსმა" შეიძინა, რომელიც  ჩაჩავას მამის სახელზეა რეგისტრირებული.

რა ცვლილებებს გეგმას ჩაჩავა გუნდში, ამის შესახებ "ნიუპრესს" "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჩაკვეტაძე ესაუბრაა.

-პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალაქის მერიას, ასევე ფეხბურთის განვითარების ფონდსაც. ამ პერიოდში, რაც შესაძლებელი იყო დაფინანსების მხრივ პრობლემა არ გვქონია. არცერთი პროცესი არ ჩავარდნილა. ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. თასიც ავიღეთ, ამ დროს უკვე იყო "ტორპედოს" პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა, რომლის მხადაჭერითაც მოეწყო შეკრებები,  ეკიპირება. მენეჯმენტშიც ცვლილებები გვქონდა. ფეხბურთელებიც დაიმატეთ, მაგრამ ევროტურებმა დაგვანახა ქართული კლუბების მძიმე მდგომარეობა. მართალია, სახელმწიფო ცდილობს დახმარებას, მაგრამ, თუ არ იქნება კერძო ინვესტორი ჩართული, არაფერი გამოვა. შეიძლება, 2 მილიონი ზოგადად დიდი თანხაა, მაგრამ გუნდისთვის დიდი თანხა არ არის.  ეს თანხა საკმარისია, რომ არ დაიშალო, მაგრამ განვითარებისთის საკმარისი არაა.

-გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაალ ჩაჩავამ დატოვა კლუბი, თუმცა ახლა ვიგებთ, რომ ის კლუბის პრეზიდენტია...

-მცადი ინფორმაცია იყო, თითქოს წავიდა, ზაალი არის პრეზიდენტი და არ წასულა, ჩართულია საქმეებში. არასწორად იწერებოდა და არც არავინ დაინტერესებულა, რეალურად რა მოხდა. ის დღემდე პრეზიდენტია და გეგმავს განავითაროს გუნდი. ამიტომ თვითონ იყიდა, მართალია კომპანიის დამფუძნებელი მამამისია, მაგრამ ამით არაფერი იცვლება.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, სხვა დეტალები იყო თავიდან, ჯერ აუქციონზე გატანამდე ყველა ქონების ცალკე შეფასება,  გაიწელა პროცესები, რადგან ზოგი ქონება ქალაქის გადასაცემი არ იყო,  სამინისტროს ბალანსზეა, ცალ-ცალკე ხდებოდა განხილვა და შეფასება,  რამაც გამოიწვია ბევრი არასწორი ინფორმაციის გავრცელება, როგორც ხდება ხოლმე.

-სამომავლო  გეგმებს რაც შეეხება, ახალი ინვესტორის პირობებში ხომ არ იგეგმება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ადმინისტრაციასა ან ფეხბურთელებთან დაკავშირებით?

-ზაალი უკვე იყო ჩამოსული აუქციონის შემდეგ, შეხვდა ფეხბურთელებს და გაისაუბრა გეგემებზე, როგორც ვიცი, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ იგეგმება, რადგან აქ არსებული სიტუაცია მისთვის უცხო არ არის. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად მოხდება 2-3 ფეხბურთელის დამატება, ასევე დაინიშნა პრეზიდენტის მრჩეველი და ამიერიდან პრეზიდენტს ფეხბურთთან დაკავშირებით რჩევებს ავთანდილ კოხრეიძე მისცემს, სხვა რაიმე ცვლილება არ იგეგმება. მხოლოდ მოხდება იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ითვალისიწინებდა აუქციონი. ერთი მინდა ვთქვა, ხშირად საუბრობენ, რომ ფეხბურთელებს დიდი ხელფასი აქვთ და თითქოს არ იმსახურებენ. ფეხბურთელი ამ  პროფესიაში ძალიან ცოტა ხანს არის, ისეთი საქმეა, რომ ასაკობრივი შეზღუდვაა, ის თანხა, რაც მათ ეძლევათ არ არის დიდი.

-ბავშვთა აკადემიის განვითარებაც არის ერთ-ერთი მოთხოვნა, როგორ აპირებთ ამ კუთხით მუშაობას?

-ბავშვთა ფეხბურთი ძალიან დაბალ დონეზე იყო ქვეყანაში, რეალურად არასწორად ვითარდებოდნენ და იზრდებოდნენ ბავშვები, მწვრთნელი არ იყო ორიენტირებული ხარისხზე და ორიენტირებული იყო რაოდენობაზე. ახალ ჩვენ მწვრთნელს დავუნიშნეთ ხელფასი, ხდება კვალიფიცირება, ამავდროულად ბავშვების სწორად აღზრდა. ევროპაში ბავშვებმა თავიდანვე იციან წესები, როგორ იცხოვრონ, როგორც თამაშამდე, ასევე თამაშის შემდეგ, როგორ იკვებონ, რაც ჩვენთან მოშლილი იყო, ამიტომ ვცდილობთ განვავითაროთ აკადემია, რომ მეტი ბავშვი მოვიდეს და არჩევანიც მეტი იყოს.

- რაც შეეხება"ტორპედოს",  რა მდგომარეობაშია კლუბი და როგორია მისი შანსები?

-ეროვნულ ჩემპიონატში წაუგებელი მატჩების სერია გვქონდა და კარგი მაჩვენებელი, მოვიგეთ თასიც, მაგრამ  გავედით ევროპაზე და გამოჩნდა სხვა რამ.  ამას ბევრი წინაპირობა აქვს. ოთხი ქართული გუნდი თამაშობს და სამი სხვის მოედანზე ხვდება მოწინააღდეგეს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ინფრასტრუქტურა არ არის გამართული.  განვითარება ნიშნავს, ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული. ბევრი დავაგვიანეთ, მაგრამ ახლა დაიწყო კარგი პროცესები და იმედია, შედეგიც იქნება. რეალურად ხდება ზრუნვა ფეხბურთის  განვითარებაზე.  ამიტომ არის კარგი სპონსორი, რომ განსაზღვრულ თანხასთან ერთად მეტი ინვესტიცია ჩაიდება. მსგავსი ტიპის საფარი მოედანზე განვითარებულ ქვეყანაში წელიწადში ერთხელ იცვლება, ჩვენთან მეცხრე წელია არ შეცვლილა და ამ პირობებში ვთამაშობთ. ახლა მოედანი ცალკე შპს-დ ჩამოყალიბდება, სახელმწიფო იზრუნებს მოედნებზე და ჯაჭვური პროცესებით განვითარდება ფეხბურთი ქვეყანაში.

 

ქუთაისის "ტორპედო" შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსმა" შეიძინა

ქუთაისის "ტორპედოს" ფასი განახევრდა

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა