|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რამდენ ქვეყანაში ვყოფილვარ და აეროპორტის სასტუმროში ღამე არ გამითევია"

საფრთხე გადაჭარბებულია- ამგვარად ეხმიანება ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შეფასებას.

შოთა მურღულიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ აეროპორტთან სასტუმროები მოეწყობა, ტურისტს ქუთაისის მონახულებაში ხელს არ შეუშლის.

"ვფიქრობ, გადაჭარბებულადაა საფრთხე წარმოჩენილი, რამდენ ქვეყანაში ვყოფილვარ და აეროპორტის სასტუმროში ღამე არ გამითევია, მით უფრო, თუ იქვე უძველესი ქალაქია. თუ იმას ფიქრობენ, რომ ქუთაისში სანახავი არაფერია, ეს ქალაქის შეურაცხყოფაა. ჩვენ საქართველოში ყველაზე დიდი და კომფორტული ტურისტული ცენტრი შევქმენით,  გელათისა და ბაგრატისკენ გზები მოვაწესრიგეთ, ასევე ბაგრატის ტაძრისაკენ მიმავალი საფეხმავლო კიბეები,  მაგრამ აეროპორტი მთავარია, ამ ყველაფრის შედეგად ტურისტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ქუთაისში კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების რაოდენობას",-განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ, საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება მოყვა. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ამით ქუთაისი ტურიზმიდან მიღებულ  შემოსავლებს დაკარგავს.  პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით უარყოფილი პოზიცია დააფიქსირა ქუთაისის ყოფილმა მერმა გია თევდორაძემ, დღეს კი "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრიფინგი გამართა, სადაც ასევე განაცხადეს, რომ პრემიერის ინიციატივა ქუთაისს დააზარალებს.

"ნიუპრესი" საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის ამჟამინდელ მერსაც დაუკავშირდა, მის პოზიციას შეძლებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა