|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულო სამი პარტიის წევრებისაგან დაკომპლექტდება

თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია. პროპორციული სიების მიხედვით,  ქუთაისში  4-%იანიბარიერი  მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა. შესაბამისად,  ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულო სამი პარტიის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდება. 

 ქუთაისის ათივე საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ცესკოს მონაცემებით, პროპორციული სიების მიხედვით მონაცემები კი ამგვარად განაწილდა:

ქუთაისში -პირველ ადგილზეა "ქართული ოცნება" - 22 770 ხმით, - რაც ხმების 49, 02 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა" 10 895 ხმით, რაც მისული ამომრჩევლის 23, 45 %-ია.

მესამე ადგილზეა "ევროპული საქართველო"- 12, 02 %-ით, მათ მხარი  5584 ამომრჩეველმა დაუჭირა. 

საკრებულოს მიღმა რჩება  "დემოკრატილი მოძრაობა- თავისუფალი საქართველო" , რომლის პირველი ნომერი გოგი წულაია გახლდათ. პარტიამ 2, 87%- მიიღო, მიუხედავად იმისა,  რომ თავად გოგი წულაიამ, როგორც მერობის კანდიდატმა 7 % მიიღო.

3, 89 %- მიიღო "პატრიოტთა ალიანსმა".

 

ამ თემაზე:

"ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს პირველი ათეული

"ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ბიოგრაფიები

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ათეული

"ევროპული საქართველო" - "პარტიული სიის ნუმერაცია სიმბოლურია"

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა