|
  • EUR 1 = GEL 3.7763
  • USD 1 = GEL 3.2117
|

როგორ შევამციროთ ნარჩენები შავ ზღვაში?

პროექტის „შავი ზღვის აუზის გარემოს დაცვა ერთობლივი  ძალისხმევით (BeECO)“  მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრეს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის"  წარმომადგენლებმა ჟურნალისტებისათვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე.

მათი ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს  ხელი შეუწყოს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას, მდინარეებისა და ზღვების დაბინძურების შემცირებას ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვითა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების საშუალებით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის შავი ზღვის აუზის 2014-2020 პროგრამის ფარგლებში.

პროექტს ახორციელებენ:  ასოციაცია „ქვემო დუნაის ევრორეგიონი“ (რუმინეთი-ლიდერი პარტნიორი), ასოციაცია „პრონატურა  - გალათი“ (რუმინეთი),  „ურბანული ფონდი მდგრადი განვითარებისათვის“ (სომხეთი), იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ (საქართველო),  „საზღვრისპირა თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის სააგენტო“ (მოლდოვა).

„სპექტრის”  წარმომადგენლებმა უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს პროექტის ფარგლებში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“  სამომავლოდ  განსახორციელებელი  ღონისძიებების  შესახებ.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.18%
უარყოფითად - 51.82%
მიჭირს პასუხის გაცემა - 10%
სულ - 110 ხმა