|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გადანაწილდება კულტურის სამსახური მისი დაშლის შემთხვევაში?

ქუთაისის  მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტით, მერიაში კვლავ 9 სამსახური იმუშავებს, თუმცა მათ შორის კულტურის სამსახური აღარ იქნება.  

ამჟამად ქუთაისის  მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური  4 განყოფილებისაგან შედგება.  განათლების განყოფილებას  მერაბ დანელია,  კულტურის განყოფილებას  მირანდა კუპრავა,  სპორტის განყოფილებას  დემურ ინანეიშვილი, ხოლო ახალგაზრდობის განყოფილებას თამარ ნიკოლეიშვილი ხელმძღვანელობს.  სამსახურს ვაჟა ჯუღელი ხელმძღვანელობს, რომელსაც სამსახურიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს, თუმცა მერმა მისი განცხადება არ დააკმაყოფილა. 

 მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტით, კულტურის სამსახური ადმინისტრაციულ სამსახურში გადავა, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების სახით, სადაც 6 ადამიანი იმუშვებს. თავის მხრივ, ადმინისტრაციული სამსახური 7 განყოფილებით იქნება წარმოდგენილი. 

რაც შეეხება ძეგლთა დაცვის განყოფილებას,  ის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის გაყოფის შედეგად წარმოქმნილ არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის შემადგენლობაში შევა. აღნიშნული სამსახური ერთი განყოფილებით იქნება წარმოდგენილი, რომელსაც  არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება განყოფილება დაერქმევა. აქ 8 საშტატო ერთეულია გათვალისწინებული. 

რაც შეეხება, ზედამხედველობის სამსახურს, ის სამი განყოფილებით იქნება წარმოდგენილი. ესენია, ზედამხედველობის განყოფილება 9 საშტატო ერთეულით,  სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება 5 თანამშრომლით, და სანებართვო პირობების დაცვისა და საექსპლოატაციო ობიექტების ზედამხედველობის განყოფილება ასევე 5 თანამშრომლით.

 როგორც "ნიუპრესთან" საუბარში ინფორმირებული წყარო განმარტავს, კულტურის სამსახურის დაშლის ერთ-ერთი მიზეზი არასასურველი  კადრების სამსახურიდან გაშვების კანონიერი გზის მოძებნის მცდელობაა, რადგან აღნიშნული სამსახურის ერთი ნაწილი არ თანხმდება პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წასვლას, დასაბუთების გარეშე კი, მათი სამსახურიდან გაშვების სხვა გზა არ არსებობს. 

საკითხთან დაკავშირებით, მერია მხოლოდ ერთ კომენტარს აკეთებს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ყველაფერი 27 დეკემბერს გაირკვევა. 

ამ დროისათვის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ადგილი ვაკანტურია, ამ და სხვა სამსახურების ხელმძღვანელების პოსტების დასაკავებლად კი კონკურსია გამოცხადებული. 

 

 ამ თემაზე: „კანონში დაკარგული“ რეორგანიზაცია ქუთაისის მერიაში

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა