|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ მიიღო პრემია ქუთაისის მერიაში?- კვლევაში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთასორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"  კვლევაში, შესაძლოა, დამატებით ინფორმაცია შევიდეს.  ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც საუბარი იყო იმერეთის მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიებსა და დამანატებზე, ქუთაისის მერია გამოეხმაურა. როგორც მერიაში განაცხადეს, კვლევასთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა ჰქონდათ, რის შესახებ ორგანიზაციის კოორდინატორს ქალაქის მერი პირადად ესაუბრა.

"იყო ჩვენის მხრიდან რამდენიმე შენიშვნა, რაც გაითვალისწინა ,,გამჭირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელმა. მათ დღესვე გადაეგზავნებათ დეტალური ინფორმაცია, თუ რა მიმართულებით დაფიქსირდა ხარვეზები ორგანიზაციის კვლევაში. მათი მხრიდან არის მზაობა, რომ ჩასწორდეს ოფიციალური დოკუმენტი,"- აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, მათი კოორდინატორის, ლელა მოწონელიძის თქმით,  ამ დროისთვის კვლევაში შესწორება არ შესულა.

"მათი ინიციატივით მოხდა შეხვედრა ქალაქის მერთან. ვინაიდან მათ მიერ არ ყოფილა სრულყოფილად წარმოდგენილი ინფორმაცია, შევთანხმდით, რომ მოგვაწვდიან ამ ინფორმაციას. შესწავლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მოვახდენთ რიგი საკითხების დაკონკრეტებას", -აცხადებს ლელა მოწონელიძე.

მან ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ პრემიებისა და დანამატების შესახებ ქუთაისის მერიამ არ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და გაცემული პრემიების შესახებ მხოლოდ ციფრებით ეცნობათ. ინფორმაციაში არ იყო მითითბული, აღნიშნული თანხიდან რა ოდენობის თანხა გაიცა პრემიაზე, რამდენი დანამატსა და სხვა დახმარებაზე, ასევე არ იყო ინფორმაცია, ვისზე გაიცა აღნიშნული თანხები. 

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტებში ხელფასების და პრემიების სახით  22 323 636 ლარი გაიცა.   გაცემული პრემიების პირველ ადგილზეა ქუთაისის მერია,  რასაც ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობით ხსნიან.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა