|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სენაკში დაკარგული ბავშვის ახლობლებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს

სენაკში დაკარგული ბავშვის მშობლებმა და ნათესავებმა სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

ისინი დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალების ჩართვას ითხოვენ. ბავშვის ახლობლების განცხადებით, ბავშვი ჯერ მოკლეს, ხოლო შემდეგ მდინარე ტეხურაში გადააგდეს. მათივე განცხადებით, ეჭვმიტანილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

საქმესთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 129-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობას სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის.

ცენტრალური მაგისტრალი  პოლიციის ჩარევის შედეგად გაიხსნა.

შეგახსენებთ, სენაკში 8 წლის ბიჭი 23 თებერვალს გაუჩინარდა. დაკარგულის მამის ინფორმაციით, ბავშვი ეზოში გავიდა სათამაშოდ, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს.


 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა