|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რეორგანიზაციის რეალური მიზეზების შესწავლა უნდა მოხდეს"

ბაღების გაერთიანების ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, მათი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. პრესსამსახურის უფროსის ქეთი დეისაძის განცხადებით, გასულ წელს მან ატესტაცია გაიარა და გაერთიანებას  მისი გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა.

რამდენად კანონიერად მოხდა გათავისუფლება და იძლევა თუ არა კანონი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას, "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი განმარტავს. მისი განცხადებით, თუ დამქირავებელს აქვს გათავისუფლების რეალური  საფუძველი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია  შრომის კოდექსის 37–ე მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენება.

"შრომის სამართლებრივი ხელშკრულების შეწყვეტის საფუძვლები თუ გვექნება სახეზე, შესაძლებელია, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა, მაგრამ უნდა მოხდეს შესწავლა, რამდენად  რეალურად მოხდა შტატის გაუქმება და რეორგანიზაცია, ხომ არაა ეს ფორმალურად სახელების გადარქმევა, თითქოსდა, გაუქმდა შტატი, ასევე, რამდენად მიზანშეწონილი და საჭირო იყო შტატების შემცირება? - ამ საკითხების შესწავლის შემდეგაა შესაძლებელი განცხადება, რამდენად კანონიერად გათავისუფლდნენ თანამშრომლები. ის ფაქტი, რომ ატესტაცია გაიარა, არაა გარანტი, რადგან შესაძლოა, ადამიანმა გაიარა ატესტაცია, მაგრამ ის აღარ ასრულებს ვალდებულებას, ამ შემთხვევაში ზარალდება დამსაქმებელი და მას აქვს უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება, ოღონდ უნდა მოხდეს საქმის სრულყოფილად განხორციელება", –განაცხადა სანტურიანმა.

შეგახსნებთ, რომ დღეს ბაღების გაერთიანების თანამშრომლები გაათავისუფლეს, მათი განცხადებით,  მათი საქმე სასამართლოში გაგრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა