|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"ვან გეგამ" საერთაშორისო კონკურსში 50 ქვეყნის წარმომადგენელს შორის გაიმარჯვა

ქუთაისელი გეგა სოფორმაძე მორიგი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. რვა წლის მხატვარმა ბათუმში გამართულ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა. კონკურსში ევროკავშირის 50 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ვან გეგამ საფრანგეთიდან მოწვევა მიიღო. ის დედასთან და დასთან ერთად მიემგზავრება. საფრანგეთი მხოლოდ ვან გეგას მგზავრობის 50%-ს ფარავს, დანარჩენი თანხის მიგროვება დედას, ქრისტინე მესხს მოუწევს.

ვან გეგას ნამუშევრებს პარიზში საგამოფენი სივრცე ათი დღით დაეთმობა.

 შეგახსენებთ, პატარა ქუთაისელმა მხატვარმა უკვე არაერთი საერთაშორისო აღიარება და წარმატება მოიპოვა.

 

ვან გეგა-7 წლის მხატვარი, რომელიც ნახატების გაყიდვით დედას ეხმარება

 7 წლის გეგა სოფრომაძე „ტოიოტას“ კონკურსის გამარჯვებული გახდა

ენდი ძიძავა საკუთარ იუბილეზე 7 წლის მხატვრის ოცნებას აასრულებს

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი