|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" კანდიდატის წინააღმდეგ საოლქო კომისიაში საჩივარი შევიდა

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა ნარსიამ ქუთაისის საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა.  ნარსიამ სარჩელი "ქართული ოცნების"  მაჟორიტარობის კანდიდატის წინააღმდეგ შეიტანა და კახა ბოჭორიშვილის კანდიდატურის მოხსნა მოითხოვა.

"ხალხი უნდა დასაქმდეს, მაგრამ არაუფლებამოსილი პირი ანუ კანდიდატი ამას არ უნდა წყვეტდეს. კანდიდატს, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს თავიდანვე ატყუებს მოსახლეობას, როდესაც ის დასაქმებას არჩევნებამდე პირდება. ასეთი ფაქტები მასიურია და მოვუწოდებ ოცნების არაკომპეტენტურ კანდიდატებს, რომ ჩაიხედონ კანონში და წინასაარჩევნოდ ნუ ატყუებენ ხალხს და ნუ არღვევენ კანონს“-აღნიშნა ნარსიამ "ნიუპრესთან" საუბარში.

ფაქტს ადასტურებენ საოლქო კომისიაში და აცხადებენ, რომ ნარსიას საჩივარს ორი დღის ვადაში განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკა ნარსიამ სოციალურ ქსელში ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩეველს სიებს სთხოვს.    "ქართული ოცნება" ბრალდებას უარყოფს. 

 

"ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბი მათი კანდიდატის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას პასუხობს [R]

"სასწრაფოდ სიები" - "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ [VIDEO]

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა