|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2017 წელს საქართველოში გვარი 8 339-მა პირმა შეიცვალა

იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2017 წელს საქართველოში გვარი 8 339-მა პირმა შეიცვალა. 2017 წელს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი მიიღო 1977-მა მამაკაცმა და 5467-მა ქალმა, ხოლო მეუღლის გვარი - 418-მა მამაკაცმა და 477-მა ქალმა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

რაც შეეხება 2016 წელს, პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი მიიღო 1678-მა მამაკაცმა და 5497-მა ქალმა. ამავე წელს მეუღლის გვარი მიიღო 398-მა მამაკაცმა და 464-მა ქალმა.

2016 წელს 58-მა პირმა სახელი ან გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა 3-ჯერ. 2017 წელს 59-მა პირმა შეიცვალა სახელი ან გვარი ორჯერ, ხოლო 1 პირმა - 4-ჯერ.

20 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში გვარის შეცვლის წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა.

თეა წულუკიანის თქმით, გვარის საკუთარი სურვილით შეცვლა ისედაც აკრძალულია, თუმცა, შესაძლებელია მოქალაქემ ოჯახის წევრების, წინაპრების გვარი მიიღოს.

ავტორი: ნიუპრესი