|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კრივში აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

ქუთაისმა კრივში აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.
ტრადიციული ტურნირი ქუთაისის მერიისა და საქართველოს კრივის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა და მერის მოადგილეებმა დააჯილდოვეს.
ღონისძიება ქუთაისის მე-11 სპორტულ სკოლაში ჩატარდა. მასში მონაწილეობდა 2008-2009 წელს დაბადებული 180-მდე სპორტსმენი - საქართველოს, ესპანეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ყირგიზეთის, რუმინეთის, ესტონეთის, სომხეთის, ლიეტუვას, აზერბაიჯანისა და მოლდოვას ახალგაზრდა მოკრივეები.
გამარჯვებულებს მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ავტორი: