ქუთაისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქუჩას 1 ივნისიდან 3 ივნისის ჩათვლით გაზმომარაგება შეუწყდება.
როგორც კომპანიაში „სოკარ ჯორჯია გაზი" აცხადებენ, საშუალო წნევის გაზსადენზე სამონტაჟო - საექსპლუატაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, მიმდინარე წლის 1 ივნისს, 10:00 საათიდან 3 ივნისს 18:00 საათამდე, ქუთაისის რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდებათ.
კერძოდ, დავით აღმაშენებლის გამზირს ნინოშვილის გადაკვეთიდან ბოლომდე, მესხიშვილის, პ. ინგოროყვას, ნამგალაძის, ნუცა ჩხეიძის, ომარ ფხაკაძის, ნუცუბიძის, ნაფეტვარიძის, საიათნოვას, იმედაძის, ზუგდიდის, ბოჭორიშვილის, ჯანელიძის, გამარჯვების, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შესახვევებით და ჩიხებით; თავისუფლების ქუჩას შესახვევებით და ჩიხებით (4 და 4ა შესახვევების გარდა); შმიდტის (დ. აღმაშენებლის ქუჩის მარჯვენა მხარეს) ქუჩას, შმიდტის 1 და 3 შესახვევებს; ფარნავაზ მეფის ლუწ ნომრებს NN10---60, ფარნავაზ მეფის 2 და 4 შესახვევებს; ბესიკის ქუჩის NN26,33,35, ბესიკის 1 შესახვევს; ნინოშვილის NN60,78,104,106, ნინოშვილის 6 შესახვევს, 4 ჩიხს; ი. ჭავჭავაძის გამზირის NN44,46,46ა,46ბ,52ა; ენგელსის 2 შესახვევს; ნარსიას ქუჩის NN19,21,23,25,27; დია ჩიანელის 1 შესახვევს; ზვ. გამსახურდიას კენტ ნომრებს NN1,3,5,7,9,11,13, ზვ. გამსახურდიას 1 ჩიხს.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
ავტორი: ნიუპრესი